ძახველის უნიკალური თვისებები მრავალი დაავადების მკურნალია
ძახველი 1,5 -4 მ სიმაღლის ბუჩქია. ტოტზე მოპირდაპირედ განლაგებული ფოთლები სამნაკვეთიანია. ყვავილები ფარისებრ ყვავილედშია შეკრებილი 6 -8 სხივით. მისი ნაყოფი წვნიანი და ძალიან წითელი ფერისაა, კურკა საკმაოდ ბრტყელი. ჩრდილის კარგი ამტანი, უყვარს ნესტიანი ადგილები, ტყეებში გავრცელებულია მთელ საქართველოში, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე.
ქართლსა და კახეთში ძახველას ეძახიან, მთიულები, ფშაველები, ხევსურები, ქვემო რაჭაში - მძახველს, თუშები - ძეხველს, მესხეთში, რაჭა - ლეჩხუმში, იმერეთში - ჯახველას, ჯაკველას, სამეგრელოში - ძარწუფას, სვანეთში - წანწოფს, წონწოფს.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი, ქერქი.
ნაყოფი იკრიფება სავსე მთვარის ფაზაში, ფოთოლი, ყვავილი და ქერქი - აღმავალი მთვარის ფაზაში. ნაყოფი შეიცავს ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს, კაროტინს, ვიტამინ C და P - ს. ქერქი შეიცავს გლიკოზიდებს. მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს. ფლავონოიდებს, ვიტამინ C - ს და K - ს.
ტრადიციული მედიცინა იყენებს ხველის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, უძილობის, ისტერიის, კრუნჩხვების, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის, მოსალოდნელი აბორტის დროს.
ნახარშს ამზადებენ ასე:
1 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს. დააყოვნეთ 30 წთ, გადაწურეთ.
მიღება: 1/3 ჭიქა 3 -ჯერ დღეში ჭამის წინ.
უკუჩვენება: არ არის ცნობილი.