საუკეთესო მკურნალი! ნებისმიერი სახის წყლულების დროს.
ტუხტი მრავალწლიანი, ბალახოვანი, 1 - 1,5 მ სიმაღლის მცენარეა. მთლიანი მცენარე მონაცისფროა და ხშირი, წვრილი ბუსუსებითაა დაფარული. საშუალო ზომის წითელი ფერის ყუნწიანი ყვავილები თავმოყრილია ღეროს წვერში, ხშირ, თავთავისებურ ყვავილედში.
ტუხტი უფრო ხშირად გვხვდება ნესტიან ადგილებზე, ტბებსა და მდინარეების ნაპირებზე, დაბლობ და ვაკე ადგილებშიც. ყვავილობს ივლის - აგვისტოში, ხარობს მთელ საქართველოში.
მესხეთ -ჯავახეთში თუხტს ეძახიან, ლეჩხუმში - დუხტს, რაჭაში - ვირიმოლოქას, აჭარაში - ფოხვერს.
სამკურნალოდ გამოიყენება ტუხტის ფესვი, იშვიათად ფოთოლი და ყვავილი. ფესვი უნდა შეგროვდეს გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, დაღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს ნახშირწყლებს, გლუკოზას, სახამებელს, ცხიმოვან ზეთებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და დიდი რაოდენობით ლაბის.
ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს:
ზემო სასუნთქი გზების ანთების, მწვავე გასტრიტის, ენტეროკოლიტის, ფაღარათის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პირის ღრუში წყლულების დროს.
ნახარშს ამზადებენ ასე:
2 სუფრის კოვზ დაქუცამცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 3 წუთს, აგრილებენ და წურავენ თბილს.
მიღება: 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამის დროს ცხელი სახით.
ან 20 გრამ მშრალ და დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა ცივ წყალს, დგამენ 8 -10 საათს, წურავენ.
მიღება: 2 სუფრის კოვზი 5 - ჯერ დღეში.
უკუჩვენება: უცნობია.