მაღალი სიცხის დამწევი სწრაფადმოქმედი ბუნებრივი საშუალება.
კვრინჩხი დაბალი ტანის (1 -3 მ ) ეკლიანი ბუჩქია, ყვავილობს შეფუთვამდე მარტ -აპრილში, ნაყოფი დამწიფებას იწყებს აგვისტოდან და ზამთარშიც ხშირად ასხია, კურკა მრგვალია, მწკლარტე ნაყოფი მოყინვის შემდეგ ტკბება. გავრცელებულია მთელ საქართველოში, იზრდება მინდვრად, საურმეებზე, ქმნის ერთიან კორომებს.
ქიზიყში მურაკს ეძახიან, მესხეთში - ღოღნაშოს, ჟღმარტლს, ზემო რაჭაში - ღორტყემალას.
ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება ყვავილი, ფოთოლი, ნაყოფი, ქერქი. მათი შეგროვება შემდეგი სქემით ხდება.
ნაყოფი შეიცავს: შაქრებს (გლუკოზასა და საქაროზას ), მჟავებს (უფრო მეტად ვაშლის მჟავას ), პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ვიტამინ C - ს.
ხალხური მედიცინა ყვავილებს იყენებს, როგორც საფაღარათო საშუალებას, აგრეთვე, საშარდე ბუშტის მოქმედების ამგზნებად; ნაყოფს - შემკვრელ საშუალებად; ფესვებსა და ქერქს - ოფლმდენად. ნახარშს სვამენ ყლუპ - ყლუპად, მაღალი სიცხის დროს, ქერქს - სიცხის დამწევ საშუალებად.
ყვავილის ნახარშს ამზადებენ ასე:
50 გრ გამშრალ ყვავილს ასხამენ 1 ლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს და და სვამენ როგორც ჩაის კუჭშეკრულობის,მ თირკმელების და საშარდე ბუშტის, აგრეთვე, ღვიძლის ტკივილის დროს.
ფესვებისა და ქერქის ნახარშს ასე ამზადებენ:
10 გრ ნედლეულს ასხამენ 500 გრ ანადუღარ წყალს, ადუღებენ 15 წუთს ძალიან დაბალ ცეცხლზე, აცივებენ, წურავენ 2 -3 ფენა მარლაში, ანადუღარი წყლით მიიყვანენ საწყის დონემდე.
მიღება: 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ყვავილს ცივ წყალზეც აყენებენ. 2 ჩაის კოვზ ყვავილს ასხამენ 1 ჭიქა ცივ წყალს და დგამენ გრილ ადგილას 8 საათით.
მიღება: 1 დღის განმავლობაში, ყლუპ - ყლუპად, როგორც შარდმდენი, შეკრულობისა და კუჭის ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილის საწინააღმდეგოდ.
უკუჩვენება: არ არის ცნობილი.

- ყვავილის - აღმავალი მთვარის ფაზაში;
- ფოთლის - აღმავალი მთვარის ფაზაში;
- ნაყოფი - სავსე მთვარის ფაზაში (ივნისში );
- ქერქის - დაღმავალი მთვარის ფაზაში (აპრილში).