ნაყენი, რომელიც მართლაც საუკეთესო საშუალებაა არითმიის სამკურნალოდ!
არითმია - გულის მოქმედების ნორმალური რითმის დარღვევაა. ხალხური მედიცინა უკვე წლებია მის სამკურნალოდ მცენარე კუნელს იყენებს.
ქართლში მას - სკუნელს ეძახიან, ქიზიყში - კვინელს, იმერეთში, რაჭაში და ლეჩხუმში - კუნელას, გურიაში - კურკანტელას, აჭარაში - ლიცვას, სამეგრელოში - ქუნცის, სვანეთში - ცანცის.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები, ფოთლები და ნაყოფი.
ყვავილი შეიცავს კოფეინსა და ქლოროგენის მჟავებს და სხვა;
ნაყოფი - ნახშირწყლებს, ორგანულ ( ტრიტერპენის ) მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს და სხვა.
მის ნაყენს ასე ამზადებენ:
1 სუფრის კოვზ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს ( ყვავილი უნდა იყოს მშრალი და დაქუცმაცებული ) ეს ნარევი გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთი. შემდეგ კი გააცივეთ და გაწურეთ.
მიღების წესი: მიიღეთ 1/2 ჭიქა სამჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.
უკუჩვენება: ჰიპოტენზია.
ხალხური მედიცინა კუნელს ასევე იყენებს სხვა დაავადების სამკურნალოდ: თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროვების, სტენოკარდიის, უძილობის, კლიმაქსის, ჰიპერტონიის საწყისი სტადიის დროს.