ათეროსკლეროზის, ჰაიმორიტის და ნაწლავის წყლულოვანი დაავადების საუკეთესო მკურნალი

ათეროსკლეროზის, ჰაიმორიტის და ნაწლავის წყლულოვანი დაავადების საუკეთესო  მკურნალი
ქაცვი ხშირტოტიანი და დაბალტანიანი, საკმაოდ ეკლიანი ბუჩქი ან ხეა ან ხეა 4 - 8 მ სიმაღლის. მისი ფოთლები კიდემთლიანია, ნაყოფი - მრგვალი, ნარინჯისფერი ან მოწითალო, წვნიანი და კურკიანი. ყვავილობს აპრილ - მაისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო - ოქტომბერში, იმის მიხედვით თუ რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან გავრცელებული. უმეტესად გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლემდე. ჭალებში, მშრალ ფერდობებზე, თუმცა ნესტიან ადგილებზე უფრო ვითარდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ერთნაირად იტანს ზაფხულის მკაცრ სიცხეს და ზამთრის მკაცრ სიცივეს.

ქართლში კატაფშატას ეძახიან, კახეთში - ეშმაკისფეხას, ქაცვს, მოხევეები - იუდას ჯაგს, ზუთას, ძუთას, მესხეთში - ჭყვარტალა ეკალს, მინდვრის ეკალს, შავეკალას, რაჭა - ლეჩხუმში - ტყნირის, გურიაში - ყვავტყემალას, რაფიელ ერისთავი ქვატყემალად მოიხსენიებს; ჭანები - სკიფანდრის, მეგრელები კვადაცის ეძახიან, დავით ჩუბინიშვილი ჩხარდელად მოიხსენიებს.

სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი და თესლი.
ნაყოფი გროვდება სავსე მთვარის ფაზაში მომწიფებულ მდგომარეობაში.
მცენარის ნაყოფი შეიცავს ცხიმოვან ზეთს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, B1,B2, B6, E,C,P ვიტამინებს, კაროტინს, მიკროელემენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. თესლისგან გამოხდილი ზეთი შეიცავს K, B1, B2, B6 ვიტამინებს, კაროტინებს, ცხიმოვან მჟავებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს და სხვა.

ტრადიციული მედიცინა იყენებს ჰაიმორიტის, ათეროსკლეროზის, შინაგანი ორგანოების დაზიანების, ენტეროკოლიტის, ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

გამოიყენება ქაცვის ზეთი.
ამზადებენ ასეთნაირად: მწიფე ნაყოფს დასრესენ და წვენს გადაწურავენ. დარჩენილ მასას აშრობენ და კარგად აქუცმაცებენ. ასხამენ მცენარეულ ზეთს 1:1,5 თანაფარდობით. აჩერებენ ოთახის ტემპერატურაზე 3 კვირის განმავლობაში, თან პარალელურად ურევენ თხევად მასას, აყოვნებენ 1 კვირა, წურავენ და ინახავენ კარგად თავდაცულ მუქ ჭურჭელში გრილ ადგილას.
უკუჩვენება: არ გააჩნია.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია