როგორ მოვიშოროთ ნაწლავების სპაზმები და აირების დაგროვება, იგივე მეტეორიზმი.
თუ გაწუხებთ ნაწლავების სპაზმები და გაზის დაგროვება. გიშველით მცენარეული ნაყენი:
ექიმის კომენტარი:
კამა, ძირა, პიტნა, ცერეცო- ანტიანთებითი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ცნობილი ეფექტიანი საშუალებებია და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს.
ნიორი თრგუნავს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, დადებითად მოქმედებს მეტეორიზმის დროს.
კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება.ამასთან იგი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი კარტოფილის წვენის ხანგრძლივად მიღების შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული წვენი ეფექტიანია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭამამდე 10 წუთით ადრე მიღებისას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი კანი, შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდს- სოლანინს, რომელიც მცირე დოზებით ანტიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ დიდი დოზებით ტოქსიკური მეთოდი აქვს. დიდი ხნის ან მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც მოწამვლის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. დიდი დოზით მიღებისას თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აზიანებს სისხლისფორიან ელემენტებს. უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა, მძიმე შემთხვევაში კი გონების ხანმოკლე დაკარგვა.
- გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას. ასევე, კარგია ძირა.
- მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მერქნის ნახარში ჭამამდე და ჭამის შემდეგ ( სულ 2 ჩ/კ დღეში ).
- დილიტ უზმოზე უნდა დალიოთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ დაწექით 30 წთ, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ ( მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღე დაისვენებთ და გაიმეორებთ კურსს).
- გაზებისათვის კარგია სალათებში ნივრის მწვანე ფოთლების დამატება.
- ნიორი წვრილად დაჭერით. დაალაგეთ თხელ ფენად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ეს ფხვნილი დანის წვერით 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.~
- ასევე ეფექტიანია ასეთი ნაყენი:თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის 2ჩ/კ ნარევს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი,დააყოვნეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე ( სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში ).