როგორ უნდა უმკურნალოთ ვაზით ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, სისხლნაკლებობას და ნეფრიტებს.
ვაზი - ყველასთვის საკმაოდ ცნობილი მცენარეა, ამიტომ მისი ანოტაცია საჭიროდ არ მიგვაჩნია. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი და ფოთოლი. ნაყოფი იკრიფება, როცა კარგად მომწიფდება, სავსე მთვარის დროს. ფოთოლი იკრიფება აღმავალი მთვარის ფაზაში.
ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს - ღვინის, ვაშლის, ლიმნის, ქარვის, მჟაუნას, ჭიანჭველის, სალიცილის, ვიტამინებს: B1, B2, B6, B12, C, P, PP, A. მინერალურ მარილებს: K, Ca, Mg, Fe.
ფოთოლი შეიცავს შაქარს, ვაშლისა და პროტაკატექინის მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.
ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სისხლნაკლებობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ნეფრიტების, თირკმელ - კენჭოვანი დაავადების, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ფილტვის ტუბერკულოზის დროს ( აძლიერებს სასუნთქ გზებში ლორწოვანი სეკრეციის გამოყოფას, აადვილებს ამოხველებას).
ძირითადად იყენებენ მწიფე ყურძენს ან ახლად გამოწურულ ყურძნის წვენს.
ყურძენს ღებულობენ დღეში სამჯერ, დილით უზმოზე, სადილამდე 1 საათით ადრე, ასევე შუადღეს, საღამოს ყურძნის მიღებას იწყებენ 200 - 300 გრამიდან და ნელ -ნელა ადიან 2 კგ - მდე.
ასევე ყურძნის წვენის მიღებას იწყებენ პირველად 1 ჭიქით და შემდგომში დოზა იზრდება 2 ჭიქამდე. მკურნალობის კურსია 3 - 4 კვირა.
მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ცხიმიანი ხორცის, აუდუღარი რძის და სპირტიანი სასმელების მიღება.
ფოთლით მკურნალობა ხდება შემდეგნაირად: იღებენ 2 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს, ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს და აჩერებენ 2 საათს, შემდეგ წურავენ.
მიღება: 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე.
უკუჩვენება: შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, სიმსუქნე, ფილტვების ქრონიკული ჩირქოვანი პროცესები, გულის უკმარისობა ჰიპერტონიით და შეშუპებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ფაღარათი.