სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები მათთვის ვინც ქალაქში ცხოვრობს
მეგაპოლისების მცხოვრებთ არამარტო ყოველდღიური ცხოვრების გადარეული რიტმი და საინტერესო დროსტარებების ფართო შესაძლებლობები აქვთ, ამის პარალელურად სჭირთ ქრონიკული დაღლილობა, მაღალი გაღიზიანებულობა, კანთან, თმასთან და მთლიანად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. რატომ? რითია ეს გამოწვეული? ცუდი ეკოლოგიური გარემოთი, საკუთარი ორგანიზმისადმი უყურადღებობით თუ კვების რაციონის სიღარიბით? ყველა ამ ფაქტორს მნიშვნელობა აქვს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის დროული აღმოჩენა, ორგანიზმისთვის მათი დაბალანსებული მიწოდება და ხარისხიანი შეთვისება, რათა თავი აქტიურად და ჯანმრთელად იგრძნოს ადამიანმა.
რომელი ვიტამინი გაკლიათ?
ბევრი ადამიანი ჯეროვნად არ აფასებს ვიტამინების მნიშვნელობას. სინამდვილეში კი ერთი ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება კარდინალური ზემოქმედება მოახდინოს გარეგნობაზეც და თვითშეგრძნებაზეც. საკმარისია კარგად დააკვირდეთ თავს, რომ გაარკვიოთ, კერძოდ რომელი ვიტამინი გაკლიათ სწორედ თქვენ. შესაძლო ჰიპოვიტამინოზზე ან ავიტამინოზზე მეტყველებს მოდუნება, მომატებული ძილიანობა, ფსიქოლოგიური დათრგუნვა, გაციებითი დაავადებებისადმი მაღალი მიდრეკილება, თავის ტკივილები და სხვა.
მშრალი, აქერცლილი კანი A, C, E, ასევე B ჯგუფის ვიტამინებსა და იოდის ნაკლებობაზე მიუთითებს. მშრალი და მტვრევადი თმა - A, B7 ვიტამინების, თუთიის და კალციუმის მნიშვნელოვან უკმარისობას მეტყველებს. ფრჩხილების მტვრევა არასაკმარისი A, B5, D, E ვიტამინების, სელენიუმისა და კალციუმის შედეგია. თუ ორგანიზმს კალციუმი, D3 და C ვიტამინები აკლია, შეიძლება კბილებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. თქვენი თვითშეგრძნებაც ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის თავისებურ ასახვას წარმოადგენს. ხშირი გაციება პირველ რიგში A, C ვიტამინების მწვავე დეფიციტზე მეტყველებს. სისუსტესა და მაღალ დაქანცულობაზე ხშირი ჩივილებისას უნდა შეივსოთ B1 - B7, B12, C, D3, და E ვიტამინების, ასევე თუთიისა და იოდის მარაგი. მეხსიერების გაუმჯობესებისათვის კი კარგი იქნება ისეთი პროდუქტების აქტიურად მიღება, რომლებიც B1, B4 -B6, C, F ვიტამინებს შეიცავს. ხშირი თავის ტკივილები გიბიძგებთ, რომ გაზარდოთ B1,B12,C, D3 ვიტამინების, ასევე მაგნიუმისა და იოდის მიღება.
ვიტამინიზაციის ძირითადი აქცენტები
მეგაპოლისის რიგითი მოქალაქის კვების იდეალური რაციონის თეორიული ანალიზი მარტივია. მაგრამ არ შეიძლება ისეთი ფაქტორების იგნორირება, როგორიცაა: ასაკი, სქესი, ცხოვრების წესი, შრომისა და დასახლების ადგილი, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ მათთვის საჭირო ვიტამინების რაოდენობა სხვადასხვა იქნება. ორგანიზმის ვიტამინიზაციის მნიშვნელოვანი მომენტია თვით ვიტამინების ერთმანეთთან შესაბამისობა. რადგან ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ათვისებაში უშლის ხელს.
ვიტამინური პროდუქტების ბაზისური მოცულობა
ქალაქის მოსახლეობისთვის საჭირო ვიტამინების ბაზისური სიის შედგენისთვის მრავალრიცხოვანი გამოკვლევებია ჩატარებული. შეეცადეთ მათით შეავსოთ თქვენი რაციონი. ყურადღება მიაქციეთ სპეციალისტების რეკომენდაციებს სადღეღამისო მოხმარების ნორმებთან დაკავშირებით.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების ძირითადი წყაროები
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტების წყაროები

- A (900 კგ): ღვიძლი, თევზის ქონი, ძახველი, ღანძილი;
- B1 (1,4 - 2,4 მგ): კედარის ნიგოზი, შვრიის ბურღული, ბარდა, სოია;
- B2 (1,5 -2,5მგ): ქათმის კვერცხი, ნიგოზი, ღვიძლი;
- B3 (15 - 20 მგ ): ლობიო, ქამა სოკო და სხვა სოკოები, ბარდა;
- B6 (1,5 -2 მგ): კედარის კაკალი, ლობიო, ბროწეული, ტკბილი წიწაკა;
- B12 (2 - 3 მკგ): რძე, ღვიძლი, ხორცი, თევზი, კვერცხი;
- C (70 - 100 ): ასკილი, კივი, ღანძილი, ბულგარული წიწაკა, ციტრუსები;
- D3 (10 მკგ): ღვიძლი, თევზი, კარაქი, კვერცხი. ამ ვიტამინის მთავარ "წყაროს" ულტრაიისფერი სხივები წარმოადგენს, რომელიც D3 ვიტამინის გამომუშავებას ასტიმულირებს, ზემოქმედებს რა ადამიანის კანზე.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტების წყაროები
- რკინა (10 - 18 ): ღვიძლი, კვერცხი, ფისტაშკები;
- იოდი (150 მკგ): ზღვის პროდუქტები, იოდირებული მარილი, ვირთევზა;
- მაგნიუმი (300 მგ): სხვადასხვა თესლეული და ნიგვზეული;
- კალციუმი (800 -1000 მგ ): რძე, ფისტაშკები, ბარდა;
- თუთია (10 - 15 მგ): გოგრის თესლი და მზესუმზირა, ღვიძლი, ლობიო, ხამანწკები, ბარდა.