ამბობენ, რომ ის ნამდვილი ვიტამინური ბომბაა...
მართალია მაინცდამაინც გლამურული და საპრანჭავი საჭმელი არაა, რადგან ნივრის სუნი და გემო დაჰკრავს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა! თანაც ზამთრის შემდეგ ერთ - ერთი პირველი მხალეული თუ სალათეულია!
რატომაა სასარგებლო?
როგორც ვთქვით მას ვიტამინურ ბომბას უწოდებენ. მის ფოთლებში არსებული ასკორბინის მჟავა გასაოცრად დიდი რაოდენობითაა. ამას გარდა, ღანძილში არის ვიტამინი A (რომელიც პასუხისმგებელია ნივთიერებათა სწორ ცვლაზე, ასევე ახალგაზრდობასა და სილამაზეზე), B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის ფოლის მჟავა, ვიტამინი PP, რომლის უკმარისობის გამოც გვეწყება სეზონური დეპრესიები, უძილობა და სხვა უამრავი უსიამოვნებანი. ღანძილი შეიცავს მიკროელემენტებს (რკინა, სპილენძი, მარგანეცი, სელენიუმი, ფტორი, თუთია, იოდი ), ფრუქტოზას, ბეტა - კაროტინს, ეთერულ ზეთებს, ამინომჟავებს. მოკლედ, რა აღარ არის ამ არომატულ მცენარეში! თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა - დღეში ერთი კონა სრულიად საკმარისია. ზოგიერთი დაავადების არსებობისას კი, როგორიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ღანძილის ჭამა საერთოდ არ შეიძლება.
კურნავს დაავადებებს
ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ღანძილი კუჭის წვენის აქტიურობას აძლიერებს, აგრეთვე, აცილებს ჭიებს და სხვა ნაწლავურ ინფექციებს. ეს კი არა და, შუა საუკუნეებში ღანძილი ერთ - ერთი საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალებად ითვლებოდა ქოლერისა და ჭირიანობის დროს. საბედნიეროდ ახლა ესენი არ გვემუქრება, მაგრამ ღანძილის მძალვრი ბაქტერიოციდული თვისებები დღეისთვისაც აქტუალურს ხდის მას.
ძალიან წვრილად დაჭერით ღანძილი, შეახვიეთ მარლაში. ტამპონის სახით რამდენიმე წუთი გაიკეთეთ თითოეულ ნესტოში, გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე და სურდოსაც დაემშვიდობებით.
ღანძილის ჩაი
ღანძილის ჩაი კარგია დიარეისა და კვებითი მოწამვლების დროს. 1 ს/კ წვრილად დაჭრილ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე. ასეთი ჩაი სიმსუქნის დროსაც მოგეხმარებათ. სხვათაშორის, ამ სასმელს ორგანიზმიდან "ცუდი" ქოლესტერინიც გამოაქვს.