გულისთვის სასარგებლო 6 პროდუქტი, რომელიც ხსნის ანთებას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას

გულისთვის სასარგებლო 6 პროდუქტი, რომელიც ხსნის ანთებას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას
გულისთვის სულაც არ არის სულერთი, რას მიირთმევთ. მას ძალიან უყვარს ვიტამინები (განსაკუთრებით - B ჯგუფისა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე), ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) და ვიტამინი P, რომელიც სისხლძარღვის კედლის სიმტკიცეს უზრუნველყოფს). ამ ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი და ბოსტნეული. მათ კი შეუძლიათ ორგანიზმიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის დიდად საზიანო ქოლესტერინი გამოაძევოს.

გულისთვის სასარგებლო პროდუქტებია:
ზეთისხილი
ზეთისხილი მდიდარია E ვიტამინით და მონოუჯერი ცხიმმჟავებით. სწორედ მას შეუძლია წნევისა და ქოლესტერინის მაჩვენებლების დაწევა. ფენოლური შენაერთების მაღალ კონცენტრაციას შეუძლია თრომბების წარმოქმნის აღკვეთა და სტრესისგან დაცვა.

შვრია
აქვს უნიკალური თვისებები, რადგან სავსეა ვიტამინებით, უჯრედისით, მარგანეცით, სელენიუმით, მაგნიუმით, ბეტა - გლუკონატით, რომლებიც ქოლესტერინს აქვეითებს.

პამიდორი
დიდი რაოდენობით შეიცავს A და C ვიტამინებს, ანტიოქსიდანტ ლიკოპენს. ეს ნივთიერებები ძალიან სასარგებლოა გულისთვის.

მოცვი
იმითაა სასარგებლომ რომ შეიცავს ანტიოქსიდანტ ანტოციანს, უჯრედისს, C ვიტამინს, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვთა დაცობას. ექიმების თქმით, მოცვით სარგებლობის ეფექტი შეიძლება შევადაროთ ზოგიერთი სამკურნალწამლო პრეპარატის მოქმედებას.

ნუში
შეიცავს მცენარეულ ცხიმებს, რომლებიც აქვეითებს "ცუდ" ქოლესტერინს და აუმჯობესებს სისხლძარღვთა მდგომარეობას, ასევე შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, E ვიტამინს, მაგნიუმს, კალიუმს, ცილას და უჯრედისს.

თევზი
ცხიმიანი თევზი, მაგალითად, თინუსი, მარკელი და ჩრდილოეთის ორაგული ხსნის ანთებას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას ომეგა 3 მჟავას შემცველობის წყალობით. უჯერი ცხიმმჟავები, რომელსაც, ასევე, შეიცავს თევზი, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის