საკვები, როგორც საუკეთესო მკურნალი

საკვები, როგორც საუკეთესო მკურნალი
როგორც პროფილაქტიკური მედიცინის უცხოელი მკვლევარები გვარწმუნებენ, თუ ამ პრინციპებს გავითვალისწინებთ, ნებისმიერი ჩვენგანი არათუ ნორმალურ წონას, არამედ ჯანმრთელობასა და სიხალისესაც ხანგრძლივად შეინარჩუნებს.

ნიახური
ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყენებდნენ ექიმები ნიახურის ღეროებსა და ფესვებს არტერიული წნევის დასაწევად. არც თანამედროვე პირობებში დაუკარგავს აქტუალობა ამ მეთოდს.
მოქმედები მექანიზმი:ნიახური შეიცავს ფტალიდებს, რომლებიც ხელს უწყობს არტერიების გაფართოებას და წნევის დაწევას.
დოზა - აუცილებელია დღეში 4 ცალი ნიახურის ღეროს ჭამა, მაგრამ ჩვენთან რომ გალეული ნიახურებია, ისეთის, ალბათ, მთელი დიდი კონა იქნება საჭირო. უცხოური ჯიშები მსხვილღეროიანებია, მათი სიგანე 3 - 4 სმ და მეტიც იქნება.

თევზი ( ცივი წყლის ბინადარი )
ეს თევზი შეიცავს ცხიმმჟავა ომეგა - 3, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. მას მიეკუთვნება ორაგული, თინუსი, მაკრელი, კალმახი, სარდინი, ვირთევზა, პალტუსი, ქაშაყი.
მოქმედების მექანიზმი: ცხიმმჟავა ომეგა -3 აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, გულის შეკუმშვის სიხშირეს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების გაჩენას.
რაოდენობა:ადამიანთა უმრავლესობას, მათ შორის ორსულებსა და მეძუძურ დედებსაც, შეუძლიათ თევზის 2 ულუფა მიიღონ კვირის განმავლობაში.

ბროკოლი
ანტიოქსიდანტებითა და ანთებსაწინააღმდეგო ნივთიერებებითაა სავსე! ამას გარდა, აქვეითებს არტერიულ წნევას.
მოქმედების მექანიზმი: ბროკოლი შეიცავს უჯრედისს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს და C ვიტამინს. ეს ნივთიერებები უწყობენ ხელს წნევის დაწევას.
რაოდენობა: რეკომენდებულია ყოველდღიურად ბროკოლის მიღება სხვადასხვა სახით: მოხარშული, მოთუშული, გამომცხვარი და წვენის სახითაც კი.

შვრია
ჩატარებული კვლევების თანახმად, პაციენტების 78%, რომლებიც საკვებად შვრიას იყენებდნენ, დაუწია წნევამ ან ორჯერ შეუმცირდა.
მოქმედების მექანიზმი: შვრია შეიცავს უჯრედისს და მაგნიუმს, რომელიც დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე. ამას გარდა, ის ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას.
რაოდენობა: ყველაზე კარგია, თუ შვრიას ყოველდღიურად მიირთმევთ ან კვირაში 6 - ჯერ.

ლობიო
ყველაზე მეტ უჯრედისს და ცილას პარკოსნები შეიცავს, ისინი კარგად არეგულირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, იცავს არტერიის კედლებს დაზიანებისგან და აქვეითებს არტერიულ წნევას.
მოქმედების მექანიზმი: მაგნიუმი ადუნებს არტერიებს და აქვეითებს წნევას. უჯრედისი კი ქოლესტერინს საცობების გაჩენის საშუალებას არ აძლევს.
რაოდენობა: დღეში ერთნახევარი ლამბაქი.

კენკრა
უჯრედისითა და ანტიოქსიდანტების შემადგენლობით კენკრა ლიდერია. ყველაზე მეტი უჯრედისი, C ვიტამინი და კალიუმი მოცვშია. მოცვი ასევე შეიცავს ნივთიერება პტეროსტილბენს, რომელიც ხელს უშლის ათეერსკლეროზულ ბალთებს. რაც შეეხება სხვებს, მაგალითად, ერთი ჭიქა ჟოლოში 33 % უჯრედისია, ხოლო ამდენივე მარწყვში - 136% C ვიტამინია.
კენკროვნები ყოველდღე მიირთვით, ახალიც და გაყინულიც.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის