გულისთვის აუცილებელი 10 სასარგებლო პროდუქტი.
გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკის შესამცირებლად საჭიროა დიეტა, რომელიც ღარიბია წითელი ხორცის ცხიმის, შაქრის შემცველი პროდუქტებით, სამაგიეროდ, მდიდარია ხილით, ბოსტნეულითა და თევზით.
გულისთვის სასარგებლო პროდუქტებია:
გულისთვის სასარგებლო პროდუქტებია:
- ორაგული
ეს თევზი მდიდარია ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ამცირებს თრომბის განვითარების რისკს. ეს ცხიმი, ასევე, წარმოშობს კარგ ქოლესტერინს. ორაგული და სხვა ცხიმიანი თევზები, მაგალითად, თინუსი, ქაშაყი, სარდინი, სასურველია, მენიუში კვირაში ერთხელ მაინც ჩართოთ.
შეგიძლიათ, კალმახი ან გოჯა ( სიომგა ) გრილზე შეწვათ და მიირთვათ ლიმონის წვენით შეზავებულ ბოსტნეულთან ერთად - ასე თევზის კალორიულობას შეამცირებთ. - ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი აქვეითებს გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დაქვეითების ხარჯზე. შეაზავეთ კერძები ზეითუნის ზეთით. - შვრია
შვრია შეიცავს ხსნად ბოჭკოს, ე.წ. ბეტა - გლუკანს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობის მოწესრიგებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიჯანსაღესაც განაპირობებს.
მოამზადეთ საუზმეზე შვრიის ფაფა ცოტაოდენი ყავიფერი შაქრით ან თაფლით, დაამატეთ მარწყვი და ნიგოზი. შეგიძლიათ, ფაფა მოხარშოთ უცხიმო რძეში. - ვაშლი
ვაშლი შეიცავს კვარცეტინს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. ეს ხილი ასევე მდიდარია ვიტამინებითა და უჯრედისით. - ნუში
ნუში შეიცავს ეთერზეთებს, E ვიტამინსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ნუში მდიდარია ცილებითა და უჯრედისით. - წითელი ღვინო
წითელი ღვინო შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. წითელი ღვინო ზომიერად უნდა სვათ - კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი გულისთვის სასარგებლოა დღეში 1/2 ჭიქა ღვინის მიღება. - ცეხვილი მარცვლეული
ცეხვილი მარცვლეულის პური ორგანიზმს ვიტამინებით უზრუნველყოფს და გულის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. მოამზადეთ გემრიელი ბუტერბროდი ორი ნაჭერი პურის, მოხარშული ინდაურის ან ქათმის ნაჭრის, პომიდვრისა და ავოკადოსგან. გემოვნებისამებრ დაამატეთ მდოგვი.
მიირთვით მხოლოდ მაგარი ჯიშის ხორბლისგან მომზადებული მაკარონის ნაწარმი. - მწვანეფოთლოვანი ბოსტენული
მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აქვეითებს ჰომოცეისტეინის დონეს ( იწვევს არტერიოსკლეროზს )და E ვიტამინს.
ხშირად ჩართეთ რაციონში ისპანახი და სხვა მწვანე ბოსტნეული. - პომიდორი
პომიდორი შეიცავს უამრავ ვიტამინს და ლიკოპინს, რომელიც აქვეითებს გულ - სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. სალათებს, ბუტერბროდებს დაამატეთ პომიდორი, მოამზადეთ მაკარონი პომიდვრის სოუსით. - სოიის ცილები
სოიის ცილები აფერხებს გულის შეტევის განვითარებას და აქვეითებს ორგანიზმში უჯერი ცხიმების დონეს.
მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ მართებული დიეტა გულ - სისხლძარღვთა განვითარების რისკს რანდენჯერმე ამცირებს.