ის ქალების ზეთად ითვლება და აუცილებლად უნდა შედიოდეს ორსულ ქალთა რაციონში.

ის ქალების  ზეთად  ითვლება და  აუცილებლად უნდა შედიოდეს ორსულ ქალთა რაციონში.
ეს ქალების ზეთად ითვლება, რადგან ორგანიზმს საკუთარი ესტროგენის გამომუშავებაში ეხმარება. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
სელის ზეთი უძველესი დროიდანაა ცნობილი თავისი სასარგებლო თვისებებით. მას შინაგანადაც იღებდნენ და გარეგან საშუალებადაც კანისა და თმის მოსავლელად. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს ორსულ ქალთა რაციონში. სელის ზეთი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავა ომეგა 3 - ს (ვიდრე ყველასთვის ცნობილი თევზის ქონი ), რომელიც, თავის მხრივ აუცილებელია ბავშვის თავის ტვინის სწორი განვითარებისათვის. ასევე ცნობილია, რომ საკვებში სელის ზეთის გამოყენება 40 % - ით აქვეითებს ინსულტის რისკს. თუ დილაობით უზმოზე ერთ სუფრის კოვზ სელის ზეთს დალევთ, თმები უფრო ფუმფულა და მბზინავი გაგიხდებათ, სახის კანის ფერიც გაგიუმჯობესდებათ.

შეგიძლიათ ნიღბებიც მოიმზადოთ სელის ზეთით. ამისათვის წყლის აბაზანაში გაცხელებული ზეთი მშრალ თმაზე წაისვით, დაიფარეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ ცხელი პირსახოცით, გაიჩერეთ 3 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი გამომშრალ თმას უხდება, ნაკლებ მსხვრევად ხდის, ხელს უწყობს თმის ზრდასა და ბზინავრებას.

საჭმელში სელის ზეთის გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ ეს პროდუქტი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ყოველგვარი თბური დამუშავების გარეშე, რადგან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად ფუჭდება, წარმოიქმნება არასასიამოვნო სუნი და შავდება. ამიტომ ყველაზე კარგია, ამ ზეთით სალათები შეკაზმოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა შეინახოთ მაცივარში, მუქ ბოთლში და რომ მისი შენახვის ვადა შეზღუდულია.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის