პროდუქტების სია, რომელიც ხელს უწყობს კუნთის ზრდას

პროდუქტების სია, რომელიც ხელს უწყობს კუნთის ზრდას
ყველას სურს ათლეტური და ლამაზი სხეული, თუმცა მხოლოდ ვარჯიში ამისთვის არაა საკმარისი.

სპორტული მედიცინის და დიეტის მკვლევარები ერთხმად აცხადებენ, რომ კუნთური მასის მოსამატებლად, ცხიმის მოსაშორებლად და ლამაზიი რელიეფის შესაქმნელად, ვარჯიშის წილი 30-40 %-ია, ხოლო დანარჩენი არის კვება.

კუნთის ზრდა, თავდაპირველად, მოგეჩვენებათ მიუღწევად მიზნად - ეს იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი იყენებს არასწორ და არარეალურ პროგრამებს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არაა შესაფერისი.

ჩვენ გთავაზობთ საკვების სიას, რომელიც დაგეხმარებათ კუნთის ზრდაში:

ორაგული
თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის

ქათამი
განსაკუთრებით ქათმიის გულ-მკერდი ანუ უცხიმო ხორცი არის ცხოველური ცილის ერთ-ერტი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. მასში 100 გრამში 24 გრამი ცილაა, შესაბამისად

კვერცხი
კვერცხი სწრაფი ცილის ყველაზე კარგი საშუალებაა. იგი 30 წუთის განმავლობაში შეითვისება ორგანიზმში, შესაბამისად მისი მიღება დილით, უზმოზე უკეთესია.

ავოკადო
ავოკადო მცენარეული ცხიმის საშუალებაა, ცხიმი ადამიანმა უმჯობესია მიიღოს არა ცხოველური არამედ მცენარეული. ცხიმი ზრდის ტესტოსტერონის ოდენობას ორგანიზმში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ასწრაფებას.

ისპანაჰი
იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B9) - იგი ეხმარება ანაბოლიზმის და კატაბოლიზმის სინთეზირებას

ქოქოსის რძე
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მცენარეული ცხიმი ადამიანმა უმჯობესია მიიღოს არა ცხოველური არამედ მცენარეული. ცხიმი ზრდის ტესტოსტერონის ოდენობას ორგანიზმში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ასწრაფებას. შესაბამისად ქოქოსიც ამ კატეგორიაში ექცევა

ბროკოლი
ბროკოლი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა არც ისე პოპულარულია ყოველდღიურ გამოყენებაში. ბროკოლი ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო ცნობილი საშუალებაა. გარდა ამისა, უსაზღვროდ მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ბროკოლის ერთი პორცია ერთი პოლივიტამინის ტაბლეტის მიღების ტოლფასია.

ბანანი
ბანანიც ანალოგიურად მცენარეული ცხიმის კატეგორიიდანაა

თხილი
ტყის თხილი ყველაზე კარგი საშუალებაა კუნთების ზრდის დიეტაში, სადაც ცხიმიანი პროდუქტები იყრის თავს.

ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთს გასაოცარი ქიმიური შედგენილობა აქვს, რის გამოც ის ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.მდიდარია მონოუჯერი მჟავებით. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ოლეინისა და პალმიტინის მჟავები, რომლებიც წარმოებაში, შესაბამისად, ომეგა-9-ისა და ომეგა-7-ის სახელწოდებით აღინიშნება

წითელი ხორცი
წითელი ხორცი ტესტოსტერონის ზრდის ყველაზე ეფექტური სასუალებაა, რაც რაღა თქმა უდნა პირდაპირპროპორციულია კუნთური მასიის ზრდასთან.

რთული ნახშირწყლები
რთული ნახშირწყლები აუცილებელია მასის მოსამატებლად, ესენია: ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა.

ვეი პროტეინი
ესაა პროტეინის ფხვნილი, სადაც ერთ კოვზში არის 25 დან 30 გრამამდე ცილა.