აი, რატომ უნდა მიირთვათ შავი ქლიავი, ის E ვიტამინის და კალიუმის ძვირფასი წყაროა!
ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენება ქლიავის ნაყოფი, ფესვები, ფოთოლი, ქერქი და ყვავილები. მისი სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის ცნობილი. ქლიავის ჩირს შავქლიავს ეძახიან და მასში სასარგებლო ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხეხილი ღრმა წარსულიდანაა ცნობილი, ველურ ბუნებაში ის ძალიან იშვიათადაა წარმოდგენილი. სამაგიეროდ ფართოდაა კულტივირებული ყველგან - ადამიანის საცხოვრებელ მიდამოებში.
რითაა სასარგებლო?
ცნობისთვის ქლიავის თესლი შხამიანია!!!
ქერქის ნახარში:
1 ჩ/კ ქლიავის ხის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი ადუღეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3 -ჯერ თოთო ჯერზე ჭიქის მესამედი.
ფოთლების ნაყენი:
1 ს/კ ქლიავის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 3 - ჯერ.
ყვავილის ნაყენი:
25 გრ ქლიავის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ. მიიღეთ დღეში 3 - ჯერ, თითო ჯერზე ჭიქის მეოთხედი.
რითაა სასარგებლო?
ცნობისთვის ქლიავის თესლი შხამიანია!!!
- ქლიავის ნაყოფი ცნობილია, როგორც მადის კარგი მასტიმულირებელი.
- ქლიავის ნაყოფი აუმჯობესებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობას, პერისტალტიკას, საჭმლის მონელებას.
- ქლიავის ყვავილს მსუბუქი სასაქმებელი ეფექტი აქვს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.
- ქლიავის მურაბას მსუბუქი კუჭშიგამხსნელი და შარდმდენი ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ მას ხშირად იყენებენ ყაბზობის, გულძმარვის და კუჭ -ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დარღვევების დროს.
- ქლიავის ფოთოლი ხელს უწყობს ჭრილობების, ჩირქოვანებისა და წყლულების შეხორცებას.
- ქლიავის ნაყოფზე დამზადებულ სამკურნალწამლო პრეპარატებს მთლი რიგი სამკურნალო ეფექტები აქვს, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ: ანთბსაწინააღმდეგო, სასქმებელი, შემკვრელი, ამოსახველებელი, დიურეტიული ეფექტი.
- ქლიავის ნაყოფი E ვიტამინის და კალიუმის ძვირფასი წყაროა.
- ქლიავის ყვავილზე დამზადებული სამკურნალწამლო პრეპარატები გამოიყენება ყაბზობის, კანის ჩირქოვანი დაზიანებების, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევების დროს.
- ქლიავს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მუსკულატურის მოდუნების უნარი აქვს.
- ქლიავის ყვავილებსა და ფოთოლს ხშირად იყენებენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებების დროს.
- ქლიავის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა ათეროსკლეროზის, რევმატიზმებისა და პოდაგრის დროს.
- ქლიავის ნაყოფის წვენს გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
- ქლიავის ხის ქერქი გამოიყენება: შინაგანად - ფაღარათის, მალარიის დროს და როგორც სიცხისდამწევი. გარეგანი მოხმარებისთვის - წითელი ქარის დროს.
ქერქის ნახარში:
1 ჩ/კ ქლიავის ხის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი ადუღეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3 -ჯერ თოთო ჯერზე ჭიქის მესამედი.
ფოთლების ნაყენი:
1 ს/კ ქლიავის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 3 - ჯერ.
ყვავილის ნაყენი:
25 გრ ქლიავის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ. მიიღეთ დღეში 3 - ჯერ, თითო ჯერზე ჭიქის მეოთხედი.