ხილი, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, საუკეთესო საშუალებაა სიმსივნის თავიდან ასარიდებლად.

ხილი, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, საუკეთესო საშუალებაა სიმსივნის თავიდან ასარიდებლად.
შავი ქლიავის ჩირი - შესანიშნავი წასახემსებელი პროდუქტი ჩაის დალევის დროს. იცოდით, რომ ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ ყოველდღიურ კვების რაციონში? რატომ? ამის შესახებ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დაწვრილებით მოგიყვებათ.

ხილი, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, საუკეთესო საშუალებაა სიმსივნის თავიდან ასარიდებლად.

რა სასარგებლო გავლენა აქვს შავი ქლიავის ჩირს ჩვენს ორგანიზმზე?

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მთავარ მიზანსაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გამომწვევი მიზეზების შესწავლა წარმოადგენდა. სამეცნიერო კვლევის მსვლელობისას მათ დაადგინეს, რომ ამ საშინელი დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი მსხვილი ნაწლავის მიკრფოლორის დისბალანსია.



ამ პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიების დროს მეცნიერებმა სხვადასხვა პროდუქტები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, შავი ქლიავის ჩირი საუკეთესო საშუალებაა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ექიმებმა საკვლევი ვირთხების ყოველდღიურ კვების რაციონში ეს უნიკალური პროდუქტი ჩაამატეს.

მოგვიანებით მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ შავმა ქლიავმა მთლიანად შეცვალა ვირთხების მსხვილი ნაწლავის მიკროფლორა: ბაქტერია ''Bacteroidetes''-ის კონცენტრაცია საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ''Firmicutes''-ის - მინიმუმალურამდე შემცირდა.

შავი ქლიავის ჩირი - პროდუქტი, რომელიც გვიცავს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებისგან. ამ საშინელი დაავადების თავიდან ასარიდებლად რეკომენდირებულია დღეში 3-დან 6-მდე ქლიავის ჩირის ნაყოფის მირთმევა.