ძალიან მარტივი ხალხური წამალი ჰეპატიტის სამკურნალოდ!
მინდა, ყველას ვასწავლო ჰეპატიტის სამკურნალო წამალი. ამ დაავადებას ვირუსები იწვევს და ამიტომ მისგან თავის დასაღწევად ვირუსების საწინააღმდეგო საშუალება უნდა მიიღოთ. ეს ძალიან მარტივი ხალხური საშუალებაა, რომელიც ხელმისაწვდომია და კარგ შედეგსაც იძლევა.
ქლიავის ფოთლებს, კვირტებსა და ყლორტებს ( კალმებს ) ძლიერი ანტივირუსული ეფექტი აქვს. ამის შესახებ ერთმა ფიტოთერაპევტმა მიამბო და ასეთი რეცეპტი მასწავლა:
მომზადების და გამოყენების წესი:
ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით 1 ს/კ დანამცეცებულ ქლიავის ნედლ ფოთლებს ( ყლორტებს ან კვირტებს ). დადგით 30 წუთი თავდახურული. სვით 1/3 ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 26 დღის განმავლობაში. 3 თვის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
ექიმის კომენტარი:
ქლიავის ნაყოფი შეიცავს 8 %-მდე შაქრებს, 2,5 % -მდე მჟავას, 1 %-მდე პექტინებს, აგრეთვე, მდიდარია C ვიტამინით. ნაყოფის წვენს აქვს ლორწოვანის შემომგარსავი თვისება და ფიტოთერაპიაში კუჭ-ნაწლავის მოშლილობისას იყენებენ. C ვიტამინი დიდი რაოდენობითაა ქლიავის ფოთლებშიც. ხალხურ მედიცინაში ქლიავის ნაყოფითა და ფოთლებით მომზადებულ პრეპარატებს იყენებენ ათეროსკლეროზის, ქოლეცისტიტის, ღვიძლის დაავადებების, გულისა და თირკმლის პათოლოგიების , ჰიპერტონიის სამკურნალოდ.