7 ბუნებრივი პროდუქტი სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
ხომ გსურთ ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ? ხშირად ჩართეთ თქვენს მენიუში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. რატომ? ახლავე მოგხსენებთ!
ვიტამინი A ( რეტინელა) და მისი პროვიტამინი (კაროტინი) ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას. ეს ორი ნივთიერება პასუხისმგებელია საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების გამართულ მუშაობაზე, რომლებიც ტენს უნარჩუნებენ და იცავენ კანს სიმშრალის, აქერცვლისა და დაუპატიჟებელი ნაოჭებისგან.
მომწოდებლები: ღვიძლი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, სტაფილო, გოგრა, წითელი წიწაკა, პამიდორი, ჭერმის ჩირი, მანდარინი, ფორთოხალი, ოხრახუში, კამა.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი). გაფითრებული კანის საფარი, პირის კუთხეებში ავადმყოფური ნახეთქები, ტუჩებიდან სისხლდენა, მთელ კანზე აქერცვლა, ამ ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს.
მომწოდებლები: რძე და რძის პროდუქტები ( განსაკუთრებით მაწონი, კეფირი,ყველეული, არაჟანი), მჭლე ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული, სოკო, ცომეულის საფუარი.
ვიტამინ C - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, აყოვნებს დაბერების პროცესს. ასკორბინის მჟავა ასტიმულირებს მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის წარმოქმნას, რომელზეცაა დამოკიდებული კანის საფარველის სიმკვრივე და ელასტიურობა. C ვიტამინი ამაგრებს კაპილარებს, სისხლით ამარაგებს კანის საფარველს, ახორცებს მტკივნეულ იარებსა და ნახეთქებს.
მომწოდებლები: ასკილის ნაყოფი, შავი მოცხარი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ნიგოზი, ქაცვი, კომბოსტოს მწნილი, ოხრახუში.
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - ანტიოქსიდანტი, რომელსაც კანის თითოეულ უჯრედამდე მიაქვს საკვები და ჟანგბადი.
მომწოდებლები: მცენარეული ცხიმები ( მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის, სელის), ასკილის ნაყოფი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო, ოსპი.
კალციუმი - ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.
მომწოდებლები: რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, ხახვი, ოხრახუში, ვაშლი.
სელენიუმი - ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირი: ასტიმულირებს უჯრედების ზრდას, უზრუნველყოფს E ვიტამინის ათვისებას, აკაჟებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას.
მომწოდებლები: თევზი, ხორცი (ძირითადად ქათმის), ყველი, კვერცხი, ხახვი, არაქისი, ნიგოზი.
იოდი - უკანასკნელი სამეცნიერო აღმოჩენების თანახმად, ცელულიტი - კანქვეშა ცხიმოვან უჯრედში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი - ხშირად ორგანიზმში იოდის ნაკლებობითაა გამოწვეული.
მომწოდებლები: თევზი, ზღვის კომბოსტო და ზღვის პროდუქტები (კრევეტები, კალმარები ), იოდირებული მარილი.