თუ კანთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, გამოსავალი აქ უნდა ეძებოთ...
ჰიპოვიტამინოზი გულისხმობს ორგანიზმში ვიტამინის ან ვიტამინების შედარებით ნაკლებობას, ხოლო ტერმინი ავიტამინოზი ორგანიზმში ვიტამინების სრულ არარსებობას. აქედან გამომდინარე ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობის უფრო რთული ფორმაა. გარდა ჰიპო და ავიტამინოზებისა, განარჩევენ ვიტამინების სუბნორმალურ უკმარისობას, რაც ჰიპოვიტამინოზის განვითარების პრეკლინიკური სტადიაა. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვლინდება ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ, აღინიშნება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების დარღვევები.
როგორ მოქმედებს ვიტამინების დეფიციტი კანზე, ამის შესახებ ახლავე მოგახსენებთ:
თუ სახე გექრცლებათ ან იდაყვებსა და მუხლებზე კანი გაგიუხეშდათ, თქვენ არ გყოფნით ვიტამინი A (რეტინოლა), რომელსაც ნორმაში მოჰყავს უჯრედების განახლების სიჩქარე, ასტიმულირებს კანში კოლაგენის სინთეზს, რომლებიც, თავის მხრივ, ამაღლებს იმუნიტეტს, რაც ხელს უწყობს ზედაპირული ნაოჭების გასწორებას. თუმცა, რეტინოლა სერიოზული ალერგენია. ოღონდ, ეს მაშინ, როცა მას კრემებსა და სხვა გარეგან საშუალებებზე დანამატების სახით იყენებენ. თუ კვების რაციონში ჩავრთავთ ღორის ან საქონლის ღვიძლს, წითელ ხორცს, თევზს, გოგრას, სტაფილოს, პრობლემა არაა. მაგრამ გახსოვდეთ: მცენარეებიდან მისი სრულყოფილად ათვისებისთვის საჭიროა ცხიმები - კარაქი, არაჟანი.
დაგერღვათ კანის პიგმენტაცია
ეს C ვიტამინის (ასკორბინის) უკმარისობაზე მიუთითებს. მძლავრი ანტიოქსიდანტია და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აქვს შემახორცებელი თვისება, ათეთრებს კანს, არეგულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. მისი წყაროა ასკილი, შტოში, ქაცვი, შავი მოცხარი, ციტრუსები, კივი, კომბოსტოს მწნილი, ბულგარული წიწაკა, ოხრახუში და კამა.
თვალებსა და ტუჩების ირგვლივ ნაოჭები გიჩნდებათ
სასწრაფოდ გჭირდებათ ვიტამინი B2 (ბიოფლავინი). ის კანისთვის უკიდურესად საჭიროა: არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ეხმარება კანის ღრმა ფენებში ჟანგბადის ტრანსპორტირებისას. ყოველდღე მიირთვით ხორცი, თევზი, ყველი, კვერცხი, ყვავილოვანი კომბოსტო, სიმინდი, მწვანილი. დიეტოლოგები ამბობენ, რომ რიბოფლავინის სადღეღამისო ნორმას შეიცავს ერთი ლიტრი რძე.
კანი გამომშრალია
დაგეხმარებათ ვიტამინი B3 (პანტელონი). მისი ამოცანაა, დაიცვას კანი გამოშრობისგან, შეუნარჩუნოს მას ბუნებრივი ენერგეტიკული ბალანსი. მენიუ მარტივია - ხორცი, თევზი, სოკო, პარკოსნები.
კანი გადაღლილი, მშრალი და ნაადრევად დაბერებული ჩანს
საჭიროა E ვიტამინი (ტოკოფეროლი). მას სილამაზის ვიტამინს უწოდებენ. ის აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, აკავებს კანში სინოტივეს, აყოვნებს ნაოჭების გაჩენას, ებრძვის სიბერეს. მისი წყაროა - არარაფინირებული მცენარეული ზეთი, მწვანე ბოსტნეული.
კანი მიდრეკილია გაღიზიანებისა და "გამონაყარისაკენ"
მას ვიტამინი F დაამშვიდებს. გარდა თავისი ძირითადი დანიშნულებისა - დააწყნაროს კანი და შეუნარჩუნოს მას წყლის ბალანსი - ის ააქტიურებს თავის კოლეგა A და E ვიტამინებს. პრობლემის გადასაჭრელად რაციონში ჩართეთ მზესუმზირას და სოიას ზეთები, ნუში, ნიგოზი, არაქისი, მზესუმზირა.
რომელი ვიტამინი შეგინარჩუნებთ კანის ახალგაზრდობას?
ამ შემთხვევაში შესაფერისი საშუალება K ვიტამინია. ის კარგად ახორცებს, ხსნის სიწითლეს, სწრაფად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. ამ ვიტამინს შეიცავს მცენარეული ცხიმები. სხვადასხვა მწვანილი -ოხრახუში, ისპანახი, სალათა, ხახვი, კამა.
კანს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს, არც ფერისმჭამელები ქრება
დაგეხმარებათ ვიტამინი P (რუტინი). ეს აქტიური ანტიოქსიდანტი ანთებსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს უჯრედებში ცხიმურ და ცილოვან ცვლას. რუტინი ეძებეთ ასკილში, ციტრუსებში, ნიგოზში, მოცხარში, მწვანე ჩაიში.
დაქვეითებულია კანის ელასტიურობა და სახეც გილაქავდებათ
ამ პრობლემებს ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) გაუმკლავდება. ის აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ხელს უწყობს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას. რეგულარულად ჩართეთ მენუში ხორცი, თევზი, პური, ბურღულეული, განსაკუთრებით ბევრია ის მანდარინის კანქვეშა თეთრ ფენაში.
ტუჩები და პირის კუთხეები გისკდებათ
მაშასადამე, არ გყოფნით ვიტამინი H (ბიოტინი). ის ააქტიურებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ამინომჟავების ცვლას. ბიოტინის წყაროა - საფუარი, ნიგოზი, პარკოსნები, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხის გული.