თქვენი კანის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ თქვენს ორგანზმს რომელი ვიტამინი აკლია.
კანი იმავე საკვებით იკვებება, რითაც სხვა ორგანოები. ამიტომ არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო შინაგანი ორგნოების დაავადებები, არამედ კანისაც.
ლამაზი კანის შენარჩუნებას ხელს უწყობს სწორად შერჩეული დიეტა. აუცილებელია ადამიანი ყოველდღიურად ღებულობდეს უმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც საკვების 60% -ს უნდა შეადგენდეს.
რა თქმა უნდა, ლამაზი კანი ვერ ექნება ისეთ ადამიანს, რომელსაც კუჭ - ნაწლავი დაავადებული აქვს არასწორი კვების გამო და ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა.
ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის დარღვევა ძლიერ ზეგავლენას ახდენს კანსა და თმებზე.
თქვენი კანის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ თქვენს ორგანზმს რომელი ვიტამინი აკლია.
A ვიტამინი ძალიან აუცილებელია. მისი ნაკლებობა იწვევს კანის სიმშრალეს, თმა და ფრჩხილები მტვრევადი ხდება. მოსალოდნელია სხეულზე ჩირქგროვები, თმი კეროვანი გამელოტება და სხვა. ეს ვიტამინი არის თევზის ქონში, კარაქში, სტაფილოში, პამიდორში, სალათში, ჭერამში და სხვა.
B1 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის ქავილსა და სიმშრალეს. იგი საჭიროა თმის ცვენის, სებორეის და გაჭაღარავების თავიდან ასაცილებლად. ეს ვიტამინი არის შავ პურში, ხორბალში, კაკალში, საფუარში.
D2 ვიტამინის ნაკლებობის გამო თმა კარგავს ბზინვარებას, ჩნდება ქერტლი, იწყება თმის ცვენა, სახეზე ფერიმჭამელები ჩნდება. ამ ვიტამინით მდიდარია რძე, კვერცხის გული, ღვიძლი, თირკმელები, მარცვლეული.
C ვიტამინი საჭიროა კანზე ალერგიული გამონაყრის თავიდან ასაცილებლად. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ასკილი, ხილი და ბოსტნეული.
PP ვიტამინი - ებრძვის გაჭაღარავებას, ანთებით პროცესებს. ამ ვიტამინით მდიდარია ბრინჯი, ხორბლეული, ცხოველის ღვიძლი და თირკმელები.