საუკეთესო ნიღბები ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის

საუკეთესო ნიღბები ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის
არ დაგავიწყდეთ სილამაზის ვიტამინების გამოყენება. დიახ, ეს წლის ნებისმიერ დროს უნდა გახსოვდეთ. ბეტა - კაროტინი - მისი ყველაზე მდიდარი წყაროა სტაფილო. ეს ვიტანიმი კანს ნაადრევი ნაოჭებისგან იცავს და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს, გვიცავს ტუჩებზე ნახეთქებისგან. ლიკოპენი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს დროზე დაბერებისა და ქარისგან გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. ყველაზე მეტი ლიკოპენი პამიდორშია, მაგრამ იმისთვის, რომ ორგანიზმმა სასარგებლო ნივთიერება აითვისოს, ჯობს პამიდორი რძის მჟავე პროდუქტებთან ერთად მიირთვათ. ამიტომ თამამად შეაზავეთ სალათები არაჟნით, მაწვნით, ნაღებით ან დაამატეთ ხაჭო, ბრინზა ან ყველი ფეტა. E ვიტამინი - კიდევ ერთი დამცველი ნაადრევი სიბერისგან და კანის ბუნებრივი დამატენიანებელი. საუკეთესო წყაროებია - მცენარეული ცხიმი, ზეთისხილი, ნიგოზი. თუთია შეუცვლელია ნებისმიერი პრობლემური კანის შემთხვევაში, შეიცავს ჭარხალი, მწვანე ხახვი, უხეშად დაფქული ხორბლის პური.

ახლა კი გთავაზობთ საუკეთესო ნიღბებს ცხიმიანი ფორებიანი კანისთვის
  1. საფუარი გახსენით თანაბარი რაოდენობის ფორთოხლის წვენსა და მინერალურ წყალში იმდენი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 20 წთ და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ეს ნიღაბი სპობს სახეზე ცხიმოვან ბზინვარებას და ფორებს ავიწროებს.

  2. იმდენი საფუარი გახსენი თბილ რძეში, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ და სახეზე დაიდეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი ანადუღარი წყლით. ეს ნიღაბი ავიწროებს ფორებს და ტონუსს ამაღლებს.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის