ქვის ვარდი, მუდმივად ცოცხალი- ( კრუხი და წიწილები) (Ssemperivivum faramir)

ქვის ვარდი, მუდმივად ცოცხალი-  ( კრუხი და წიწილები) (Ssemperivivum faramir)
დასახელება მოდის ლათინური სიტყვებიდან Simper- მუდმუვი და vivus -ცოცხალი- მის ფოთლებს აქვს უნარი შეინარჩუნოს სიცოცხლის უნარიანობა უკიდურეს პირობებში, ამ მცენარეს რამოდენიმე სახელი აქვს ,, კურდღლის კომბოსტო“,, მუდამ ახალგაზრდა“, ყვავილობის პერიოდში ეს მცენარე კრუხს გვაგონებს ბევრი წიწილებით, აქედან მოდის პოპულარული ინგლისური დასახელება ,,კრუხი და წიწილები“

ამ მცენარის მდებარეობა კარგად არის შეგუებული არასტაბილურ, ნესტიან, ცხელ და ცივ კლიმატს. ის არის ძალიან მდგრადი კულტურა არ მოითხოს სხვა პირობებს. მაღალი ნესტიანობის დროს გარდა დრენაჟისა, ყველა სახეობა არის გვალვა გამძლე, ვერ იტანს- ჩრდილს და სარეველა ბალახებს, მართალია ისინი არც ისე მალე იღუპებიან. ძალიან გაზრდის შემთხვევაში ყვავილები გრძელდება, კარგავს კომპაქტურ ფორმას და კაშკაშა შეფერილობას.
ნიადაგი. კარგად ვითარდება ნებისმიერ გაკულტურებულ; ნიადაგზე, გარდა ნესტიანისა, იგი ირჩევს მშრალ, ღარიბ და სილიან ნიადაგს . თუ ნიადაგი შედგება კარგად დამუშავებული და ნაკვები მასალისაგან მაშინ ეს მცენარე კი გაიხარებს , ექნება ბევრად მსხვილი ყვავილედი მაგრამ შეფერილობა იქნება ფერმკრთალი. ვიდრე ყოველთვის და გამოზამთრება უფრო გაუჭირდება. არ იქნება მდგრადი. ყველა სახეობისათვის ნიადაგი უნდა იყოს ნეიტრალური , გასაფხვიერებლად იყენებენ მსხვილ სილას, კერამზიტს და გრანიტის ნაფხვენებს.


მოვლა. მდგომარეობ იმაში, რო თავის დროზე უნდა მოშორდეს სარეველები, უნდა მოშორდეს გადაყვავილებული და შემჭკნარი ყვავილედი, როდესაც ნესტიანი ნიადაგია ქვედა ფოთლები იწყებენ ლპობას, ეს არის პირველი ნიშანი ჭარბწყლიანობის 3-5 წელიწადში ერთხელ თუ ჯგუფები მოიწყენენ და ყვავილედი პატარავდება, მცენარეს გადარგავენ ,იგი არც თუ ისე გვალვაგამძლეა, თუ წყალი აკლია ფოთლები იწყებენ შეხვევას და ყვავილედი კარგავს დეკორატიულობას.
გამრავლება: იგი მრავლდება ჩვეულებრივ ვეგეტატიურად, თესლით გამრავლება არ არის რეკომენდირებული, რადგან სახეობის უმრავლესობას უჩნდება მრავალი ამონაყარი შვილები, მათი გამოცლა და გადარგვა ხდება შემოდგომაზე.