მშვენიერი ორქიდეის მორწყვის წესები
ორქიდეის მორწყვა - ამ მომთხოვნი ყვავილის მოვლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გადარგვის შემდეგ, ნუ შეაწუხებთ მცენარეს 2-3 დღე, რადგან ძირები ტრავმირებულია და გაშრობა ესაჭიროება, დალპობა რომ გამოირიცხოს.
ბუნებრივ პირობებში, ორქიდეა წვიმის წყლით იკვებება, რომელსაც დაბალი მჟავიანობის შემადგენლობა აქვს. ქალაქის პირობებში ხარისხიან წვიმის წყალს ვერ იშოვი, ჩვეულებრივი წყალი კი არ გამოდგება. გამოიყენეთ ფილტრი ან ბოთლის წყალი (რომელიც რკინით არ არის მდიდარი). დადგით წყალი დღე-ღამის განმავლობაში ღიად.
წყლის სიხისტის შესამცირებლად, ფართოდ გამოიყენება ტორფი. ჩაყარეთ ის მარლის ტომსიკაში და მოათავსეთ წყლიან თასში.
წყალი ჟანგბადით რომ გაამდიდროთ, გადაასხით სხვა ჭურჭელში, სანამ ყვავილს მორწყავთ. სარწყავი გრძელი და წვრილი ცხვირით უნდა იყოს. მორწით მანამდე, სანამ ქოთნიდან ზედმეტი წყალი არ გამოვა. 2-3 წუთში გაიმეორეთ პროცედურა ზედმეტი წყალი მოაცილეთ. ეცადეთ, წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს, სოკოს თავიდან ასარიდებლად.
ხანგრძლივად ნუ მორწყავთ, ძირები რომ არ დაულპეს. ნიშანი იმისა, რომ ყვავილის მორწყვის დრო დადგა - მშრალი გრუნტი 2 სმ სიღრმეში. ორქიდეებს კვირაში 1-2-ჯერ რწყავენ, მხოლოდ მიწას.
ორქიდეას, საერთოდ, ნესტიანი ჰავა უყვარს, და არა მორწყვა. ამიტომ შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი.
ორქიდეის მორწვისას, ყველაფერი დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობაზე, ყვავილობის პერიოდზე, განათებაზე და თავად ყვავილის თავისებურებებზე. ეცადეთ, რომ წყალი მუდამ თანაბარი რაოდენობით გამოიყენოთ.