ქრიზანთემის თაიგულიდან გახარება სულაც არ არის რთული!
ქრიზანთემის უამრავი სახეობა არსებობს. ამ ლამაზ დეკორატიულ მცენარეს არ სჭორდება დიდი მოვლა ბაღში თუ ფანჯრის რაფაზე. სწორი მოვლის პირობებში, კაშკაშა და ჰარმონიული ყვავილობა თვალს გაახარებს.
ინსტრუქცია:
ინსტრუქცია:
- ტოტს მოაცილეთ ფოთლები და ყვავილები, მოაწიწკნეთ თავი. მოათავსეთ კალამი წყალში მანამდე, სანამ ქრიზანთემა ფესვებს არ გამოუშვებს.
- აირჩიეთ ადგილი ბაღში ან მოამზადეთ ჭურჭელი ქრიზანთემის შინაურ პირობებში გასახარებლად. ამ ყვავილს სითმო და სინათლე უყვარს, თუმცა უნდა არიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, გამოიყენეთ დიდი ჭურჭელი 25-30 სმ დიამეტრით, ნასვრეტებიანი, ზემდეტი წყალი რომ დაიწრიტოს. ღია ბაღ-ბოსტანში აირჩიეთ ადგილი, სადაც ქარი არ უბერავს და კარგი დრენაჟული სისტემაა, ფესვების დალპობის თავიდან ასაცილებლად.
- მოამზადეთ ნიადაგი. სუბსტრაქტი ნეიტრალური ან სუსტმჯავიანი უნდა იყოს. ზრდისთვის ქრიზანთემას გაძ₾იერებული კვება სჭირდება, ამიტომ შეიტანეთ მინერალური სასუქი: ფუნა, კომპოსტი, ტორფი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა კომპლექსური ხსნარები ან ხსნადი ფხვნილები. უხვად მორწყით ნიადაგი დარგვამდე.
- დაიცავით დისტანცია 30-50 სმ და დარგეთ ქრიზანთემები ღია გრუნტში ან ყვავილის ქოთანში. ამის შემდეგ, ნაკვეთზე ნარგავები უნდა შეფუთოთ. გამოიყენეთ გაზეთები ან სპეციალური საფარი პარნიკის ეფექტის შესაქმნელად. მორწყით ნიადაგი მინერალური ხსნარით ან თბილი სუფთა წყლით. სასუქი თვეში 1-2-ჯერ შეიტანეთ.
- მოუარეთ ქრიზანთემას ზრდის მიზედვით. ცალკეულ ტოტებს ბოლოები მოაწიწკნეთ, რეგულარულად მორწყით ნიადაგი და შეასხურეთ ფოთლებს. მოაცილეთ გამხმარი ფოთლებიდ ა ყვავილები. იყავით ყურადღებით: ზედმეტი მორწყვის შედეგად ქრიზანთემას ფესვები ულპება.