ჰოსტა - ჩემი ბაღის მთავარი მშვენება
ჰოსტა - ლამაზი მრავალსაუკუნოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. ის მეყვავილეობაში ფასობს თავისი ულამაზესი ფოთლებით, რომლებიც სილამაზეს ყინვებამდე ინარჩუნებს.
ჰოსტა წარმოშობით იაპონიიდანაა, მას იაპონელები ეროვნულ ღირრებად მიიჩნევენ. ევროპაში მე-19 საუკუნეში შემოვიდა გერმანელი ექიმის წყალობით. დღესდღეობით ჰოსტას უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი თავისებურად ლამაზია.
ჩრდილის მოყვარული
ამ მრავალწლიან დეკორატიულ მცენარეს ჩრდილშიც შეუძლია გახარება, ისე რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გადაირგოს. ჩრდილი მას საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ფოთლები მიმზიდველი იერსახით.
შეუდარებელი ყვავილობა
ივნისიდან სექტემბრამდე, მას არომატული თეთრი ან იასამნისფერი ყვავილები ამშვენებს. ყვავილობა 3 კვირა გრძელდება. მზიან ამინდში, მორწვის გარეშე, მას ფოთლები უხმება.
მცენარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - უპრეტენზიობაა, მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, იშვიათად ავადდება, თმცა თუ დაავადდა - უნდა დაემშვიდობოთ - მისი მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
როგორ გავამრავლოთ ჰოსტა
გამრავლების ყველაზე სწრაფი ხერხი გახლავთ ბუჩქის დაყოფა. ეს იოლი არ არის, ძირების ჩახლართული სისტემის გამო. ჰოსტას დაყოფა უმჯობესია გაზაფხულზე ან ზაფხულში, თუმცა, სექტემბრის დასასრულშიც შეიძლება. შემოდგომაზე გადარგვა მოხერხებულია იმით, რომ ამ შემთხვევაში იოლია მისთვის მუდმივი ადგილის პოვნა და „მეზობლების“ შერჩევა. როგორც წესი, ესენია შროშანი, გვიმრა, ყაყაჩო, ბრუნერა. ეს მცენარეები განსაკუთრებულად უხდება ჰოსტას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჰოსტას ბუჩქის დიამეტრი 1 მეტრამდე იზრდება, ფარავს თავისი ლამაზი ფოთლებით მიწას და გვერდით მყოფ მცენარეებსაც.
ჰოსტას გახარება დათესვითაც შეიძლება. ამგვარად, ის უფრო უმკლავდება არასახარბიელო პირობებს. სწრაფად ზრდისთვის სასუქად გამოგადგებათ სუპერკომპოსტი პიქსა (2 ს.კ. პრეპარატი + 1 ლიტრი წყალი).