5 ყველაზე არომატული ყვავილი
არსებობს ლამაზი ყვავილები, და კიდევ, არომატულებიც. როგორც წესი, ეს ორი თვისება იშვიათად ეთავსება ერთ ყვავილში. ვარდებსაც კი არ აქვთ ისეთი სასიმოვნო სურნელი, როგორც არც თუ ისე ლამაზ რეზედას. მოდით გავარკვიოთ, რომელ ყვავილებს აქვთ ყველაზე თავბრუდამსხმელი სურნელი.
რეზედა
რეზედა უსამართლოდ მივიწყებული მცენრეა, არადა, საღამოს ის არაჩვეულებრივ არომატს აფრქვევს. ყვავილებით იგი განთქმული არ არის, ამიტომ, შეგიძლიათ ლამაზმანების გვერდით დარგოთ. რეზედა კარგია იმით, რომ დიდ ხანს ყვავილობს - შუა ზაფხულიდან ყინვებამდე. ყველაზე არომატული ჯიში გახლავთ - სურნელოვანი რეზედა, რომელიც ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის.
პიონი
ნებისმიერი ბაღის სილამაზე და სიამაყე. პიონი ყველას უყვარს. ბოლო დროს, მებაღეები სულ ახალ ჯიშებს არჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად ამტავრებს ყვავილობას. პიონის ყველა ჯიში თავისებურად მშვენიერია, მას მსუბუქი ჩრდილი უყვარს. არ უყვარს ნიადაგში სინესტის შეჩერება.
ფლოქსი
ფლქსი უმშვენიერესი მრვალალწოლოვანი მცენარეა. ლამაზია, უპრეტენზიო, არომატული. ბაღს შუა ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ამშვენებს. შემოდგომაზე მას ყლორტებს აჭრიან. გაზაფხულისთვის ძირი რომ არ გაუშიშვლდეს, მას ცოტაოდენ მიწის, ტორფისა და ქვიშის ნაზავს აყრიან. ცხელ ზაფხულში მორწყვა აუცილებელია. ფლოქსი საგაზაფხულო ან საშემოდგომო ფესვების დაყოფით მრავლდება.
ქაფურა
ქაფურას ველური ჯიშები ტყეში გვხვდება. მისი ფოთლები ძალზედ მიმზიდველია, თეთრს ყვავილებს კი თაფლის სურნელი აქვს, ამიტომ იზიდავს ფუტკარს. გამოყვანილია მისი რამდენიმე ჯიში, რის გამოც ყვავილების „ქუდები“ უფრო ფაფუკი და დიდი გახდა, ვარდისფერიდ ა ყვითელი შეფერილობა მიიღო. ქაფურა დაახლოებით 1 თვე ყვავილობს, უყვარს მსუბუქი ჩრდილი.
დეკორატიული თამბაქო
დეკორატიული თამბაქო სულ ახლახან გახდა პოპულარული, და ამას ნამდვილად იმსახურებს. კარგ პირობებში მისი ფოთლები ლამაზად იზრდება. მისი ყვავილები ძალიან ნაზი და სურნელოვანია. ჯგუფურად უნდა დარგოთ, ამგვარად მისი სურნელი ძლიერდება. ჯიშების მიხედვით, ყვავილს სხვადასხვა შეფერილობა აქვს. მცენარის სახეობების უმეტესობა 80-100 სანტიმეტრამდე იზრდება. ჰყვავის შუა ზაფხულიდან ოქტომბრამდე.