გაცივების, ხველის და ბრონქიტის სამკურნალო უებარი საშუალება.
ფურისულას რამდენიმე სახეობა არსებობს: მაგალითად, დიდჯამა ფურისულა - რომელიც ძალიან ჰგავს გაზაფხულის ფურისულას, მისი ყვავილის ჯამი უფრო გაბერილია და ფოთლის ფირფიტა თანდათანობით შევიწროებით გადადის ყუნწში. გაზაფხულის ფურისულას ფოთლის ფირფიტა კი უცბადაა შევიწროებული და ისე გადადის ფრთიან ყუნწში.
სამეგრელოში - ჯოღორიშ ნინას ეძახიან, ზოგან მას ეძახიან სახემშვენიერს, ფილოსულას, ფურის იას, ფურის ძუძუს, ვაშლის სუნად და სხვა.
მრავალწლიანი მცენარეა, ყვავილობს მარტიდან ივნისამდე, ფოთლები ღეროს ძირში, მიწისპირად ჯგუფურადაა ამოსული, გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირებში, ბუჩქნარებში.
სამკურნალოდ იყენებენ მის ფესვებს, ფოთოლს, ყვავილს. იმის გამო, რომ მცენარეს ხშირად მთლიანად აგროვებენ, უმჯობესია შეგროვდეს ყვავილობის პერიოდში აღმავალი მთვარის ფაზაში, ხოლო თუ ცალ-ცალკე შეაგროვეთ, მაშინ ყვავილი უნდა შეგროვდეს სავსე მთვარის ფაზაში, ფოთოლი აღმავალი მთვარის ფაზაში, ხოლო ფესვი - შემოდგომაზე ფოთლების დაჭკნობის შემდეგ დაღმავალი მთვარის ფაზაში.
გაზაფხული ფურისულას ფოთოლი 700 მგ C ვიტამინს შეიცავს, მაშინ როდესაც სხვა მცენარეებში C ვიტამინი 300 მგ - საც არ აღემატება, ამიტომ მისი გამოყენება კარგ შედეგს იძლევა ავიტამინოზის დროს.
ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს გაცივების, ხველის, ბრონქიტის, სურდოს დროს. წყლით გამონაწვლილს ივლებენ ცხვირის ნესტოებში.
ამზადებენ ასე: 40 გრ მთლიანად მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, აცივებენ და წურავენ 2 - 3 ფენა მარლაში.
მიღება: 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება: მცირედ შხამიანია, საჭიროა სიფრთხილე.