კორეოფსისი, ანუ „მზე თქვენს ბაღში“
ეს ყვავილი გვირილას ჰგავს, მაგრამ კაშკაშა ყვითელია, წარმოუდგენლად ამტანი და ირგვლივ ყველაფერს სითბოთი და სიმყუდროვით აღავსებს. მრავალწლიანი (ხშირად ახარებენ როგორც ერთწლიანს) მცენარე მშვიდად აიტანს სინესტის უკმარისობას და ყინვების დადგომამდე გაგახარებთ ყვავილობით. მისი მოვლა საკმაოდ ადვილია.
კორეოფსისი ბუჩქოვანი სტუმარია, რომელიც აფრიკის ტროპიკებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ჰავაის კუნძულებიდან გვეწვია. მისი ღეროები 45-90 სანტიმეტრს აღწევს, ყვავილების დიამეტრი კი საშუალოდ 6 სანტიმეტრია. არსებობს ასობით სახეობა, რომელთაგან თითოეული თავისებურად მშვენიერია.
რა სჭირდება მას სიცოცხლისთვის
კორეოფსისი ივლისში და სიცივეშიც კი ყვავილობს, როცა ფლორის წარმომადგენლების უმეტესობას უკვე „სძინავს“. საოცარი ამტანობის წყალობით, ის მეყვავილეების ფავორიტია. მას უბრალოდ „პირადი სივრცე’ სჭირდება - დაახლოებით 30-60 სმ ტავისუფალი სივრცე ბუჩქის ირგვლივ. მზის ქვეშ ყოფნის საპასუხოდ, მცენარე ულამაზესი ყვავილობით დაგასაჩუქრებთ, თუმცა, ნახევრად ჩრდილშიც კარგად ხარობს.
კორეოფსისის დარგვა
შეგიძლიათ დარგოთ მარტში, მაგალითად, რაფაზე ან სათბურში. მაშინ, ის უკვე იმავე წელს აყვავილდება. 2-3 ფოთლიან ბუჩქებს რგავენ 30-სანტიმეტრიანი დისტანციით, შემდეგ ზოგიერთი სახეობა თავისით მრავლდება.
რაც შეეხება დათესვას, მას უშუალოდ ღია გრუნტში თესავენ, ოღონდ, ივნისში. ამ შემთხვევაში, ის მომდევნო წელს აყვავილდება. მცენარეს კარგი მორწყვა ესაჭიროება.
მოვლა
გამაგრებულ მცენარეს გვალვის არ ეშინია, ის თავს სავსებით კომფორტულად გრძნობს ზომიერად მშრალ, ნაყოფიერ ნიადაგში, ის ოდნავ დაჩრდილულ ადგილებშიც აყვავილდება. თუმცა, იდეალური მაინც მზიანი ადგილია.
რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კორეოფსისის მოსავლელად:

- ნიადაგს სასუქი ყვავილობის დროს ესაჭიროება, ეს შეიძლება იყოს თხევადი სასუქი ან გრანულირებული, მნიშვნელოვანია ნორმების დაცვა მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
- ლამაზად ყვავილობისთვის, დროდადრო უნდა მოწვიტოთ მომჭკნარი ყვავილები.
- ერთსა და იმავე ადგილას ბუჩქი 5 წელზე მეტ ხანს არ ხარობს. როგორც კი ამ ასაკს მიუახლოვდება, ის უნდა დაჰყოთ (აპრილში, მაისში ან სექტემბერში) და ახალ ადგილას გადარგოთ.
- თუ ფოთლები დაუავადდა, უნდა მოსწყვიტოთ. დაგეხმარება ასევე ფუნგიციდების შესხურება. უიმედო მდგომარეობის დროს, უმჯობესია, ბუჩქი მოაცილოთ, რათა მთელი ყვავილნარი არ დაავადდეს.
- მავნებლების შემოსევისას, დაგჭირდებათ პრეპარატებით დამუშავება.