ყველაზე პარაზიტი მცენარე, რომელსაც ტრადიციული მედიცინა უამრავი დაავადების სამკურნალოდ იყენებს

ყველაზე პარაზიტი მცენარე, რომელსაც ტრადიციული მედიცინა უამრავი დაავადების სამკურნალოდ იყენებს
ფითრი მარადმწვანე, ნახევრად პარაზიტი ბუჩქია, მოსახლეობს მსხლის, ვერხვის, წიფლის, მუხის, რცხილის და სხვა მცენარეების ტოტებზე. მოყვითალო ფერის ორთესლიან წებოვან გარსშია გახვეული, ფრინველების საუკეთესო საკვებია და სწორედ მათ გადააქვთ სხვა ხეებზე ნისკარტით და განავლით.
ყვავილობს მარტ - აპრილში, ნაყოფი სექტემბერ - ოქტომბერში მწიფდება. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
მესხეთში ბიდნას ეძახიან, გურიასა და აჭარაში-მადას, ჭანები - ჭაბუს, მცხული კაკას, სამეგრელოში - ლიყვის, სვანები - ჭაგვს, ფითირს.



ტრადიციული მედიცინა იყენებს მის ახალგაზრდა ღეროებს და ფოთლებს. შეგროვება ხდება ოქტომბერ - ნოემბერში აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, C, E ვიტამინებს, ფენოლებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს ნეფრიტის, ათეროსკლეროზის, ეპილეფსიის, გასტრიტის, კოლიტის, ბრონქიალური ასთმის, საშვილოსნოდან, ცხვირიდან და ფილტვიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის და მოტეხილობის დროს.

დამზადების წესი:
1,5 ჩაის კოვზი მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს. დააყოვნეთ 20 - 30 წთ, გადაწურეთ და გააგრილეთ.

მიღება: 1 სუფრის კოვზი 2 - 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, მკურნალობის კურსი ორი კვირა.
უკუჩვენება: ორსულობა.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია