სწრაფი და ეფექტური საშუალებები ჰერპესის სამკურნალოდ
ჰერპესი - არის ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე. ბუშტუკი სკდება 3 - 4 დღეში იფარება მოყვითალო ქერქით ან იხსნება და ჩნდება ეროზია. გამონაყარს თან ახლავს ქავილის და წვის შეგრძნება. დაავადების წყარო არის დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გადაცივება, ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება, გადახურება. მზით ხანგრძლივი დასხივება, ჰერპესი ხშირად ვითარდება სხვა ინფექციის ფონზე: გრიპი, მალარია, პნევმონია და ა.შ. ჰერპეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება იყოს 60 - 80 წელი ( მთელი ცხოვრება) იშვიათად ავადმყოფს უვითარდება ჰერპესული ციებ - ცხელება, დაავადება იწყება მოულოდნელად უეცარი შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 39 - 40 - მდე. თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ხანდახან გონების დაბინდვაც.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- კალანხოეს წვენს უსვამენ ტუჩის გამონაყარზე.
- ძიძო ბალახი და წვენი გამოიყენება კომპრესის სახით და წასასმელად.
- ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენება : ლეღვის წვენი, რძიანას, სამფერა ია, ხახვი, აბზინდა.
- ვერხვის ან მურყანის ( თხმელა) ძირების წვენს აქვს კარგი შედეგი ყველა ტიპის კანისთვის, ისვამენ 2 - ჯერ დღეში.
- დაზიანებულ ადგილზე წაუსვით ქრისტესისხლას წვენი 2 - ჯერ დღეში. წასმა საჭიროა ორჯერადად, პირველი წასმის შემდეგ დააცადეთ სანამ შეშრება 1 - 2 წუთი, შემდეგ გადაუსვით იმავე ადგილას.
- ჰერპესით დაავადებულ ავადმყოფებისთვის სასარგებლოა ალოეს წვენი, სვამენ 1 ჩ/კ 2 - 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ, ასევე უსვამენ დაზიანებულ ადგილას.