გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები: არის თუ არა ისინი ნამდვილად საშიში?

გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები: არის  თუ არა ისინი  ნამდვილად საშიში?
არსებობს ათასგვარი მოსაზრება ასეთი პროდუქტების შესახებ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ "არც ისე წვიმს, როგორც ქუხს". თუმცაღა ფაქტია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი სხვა არაფერია, თუ არა მუტანტი. თანაც ისეთი, რომელიც გამოყვანილია განსაზღვრული თვისებებისა და შესაძლებლობების მინიჭების მიზნით. მაგრამ რას წარმოადგენენ კულტურული მცენარეები და შინაური ცხოველები თავისი ველური წინაპრების მიმართ? იგივე მუტანტებს! ოღონდ ისინი არიან მრავალწლიანი ან საუკუნოვანი სელექციის შედეგი.

ერთადერთი პრინციპული განსხვავება მათსა და თანამედროვე გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს შორის არის ის, რომ ასეთი პროდუქტები მიიღებიან ერთი თაობის შემდეგ. მაშინ რაღა საშიშროება იმალება ამაში? მოწამვლა ბოროტი გენით, რომელიც აღწევს თქვენს სისხლში, შეაღწევს რომელიმე ქრომოსომაში და მთელი თავისი შთამომავლობაზე?
აბსოლიტური სიცრუეა! გაიხსენეთ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც პრაქტიკულად ყველა ორგანული ნივთიერება იშლება საწყის ელემენტამდე, რომელსაც ორგანიზმი ერთადერთი მიზნით ითვისებს: ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად! - ასე რომ, ვერავითარი გენი თავის პირველსახით ვერ გადარჩება თქვენს კუჭებში.



მრავალრიცხოვანი საწამლავები (პესტიციდები და ინსექტიციდები), რომლითაც შეიძლება სავსე იყოს პროდუქტები მავნებლისა და დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, არავითარ კავშირში არ არიან გენეტიკურ მოდიფიცირებასთან.
უმჯობესია იბრძოლოთ "ქიმიური ეკოლოგიისათვის" და არა "გენეტიკურისათვის". რა არის საშიში იმაში, რომ ჩვეულებრივი ბაღის მარწყვი იწონიდეს 70 გრამს 20 - ის ნაცვლად.