ანტიასაკობრივი დიეტა კოლაგენის გამომუშავების სტიმულაციისთვის. პროდუქტები სილამაზისა და ახალგაზრდობის სადარაჯოზე

ანტიასაკობრივი დიეტა კოლაგენის გამომუშავების სტიმულაციისთვის. პროდუქტები სილამაზისა და ახალგაზრდობის სადარაჯოზე
სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ჩვენ ხშირად მივმართავთ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებს: საცხებს, ლოსიონებს, სრაბებს და ა.შ. უდავოდ, ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ასაკთან ერთადკოლაგენის გამომუშავება ნელდება და კანი ჭკნობას იწყებს. მისი მარაგის შევსება შესაძლებელია, თუ იცით, როგორ უნდა იკვებოთ.

Fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ ანტიასაკობრივი დიეტის შესახებ, რომელიც დაეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში. კანი, ძვლები და თმა - მადლიერი დაგრჩებათ!

კოლაგენი პროდუქტებში

ყველაფერი, რაც საჭიროა - უნდა იკვებოთ ძირითადად ტუტოვანი პროდუქტებით. ისინი ანეიტრალებენ მჟავებს, რომლებიც ხელს უშლის კოლაგენის გამომუშავებას. ეს დიეტა უბრალოდ კვების წესია და არა მკაცრი შეზღუდვები. მთავარია, ტუტოვანი და მჟავოვანი პროდუქტების განსხვავება ისწავლოთ, რაც არც თუ ისე ადვილია. მაგალითად, ლიმონი მჟავეა, მაგრამ ტუტოვან გარემოს ქმნის.

თქვენთვის საჭირო პროდუქტებს მიეკუთვნება ყველა სახის ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანე, ასევე ხილი, კენკრა და თხილი. ეს პროდუქტები თქვენი დღიური რაციონის დაახლოებით 70%-ს უნდა შეადგენდეს. დანარჩენი 30% დაუთმეთ ქათმისა და ძროხის ხორცს, ასევე ცხიმიან თევზს.

საკვები პროდუქტები, რომებიც აუცილებელია კოლაგენის სინთეზის დასაჩქარებლად: გოგრის თესლი, წიწიბურა, შვრია, ქათმის კანი, ღორის ჟელატინი, სოიოს პროდუქტები, კვერცხი.

დაახლოებითი დღიური მენიუ

საუზმე

ომლეტი და ხილი.

სადილი

ბოსტნეულის წვნიანი ყაბაყისა და ბადრიჯნისგან.

ვახშამი


გამომცხვარი თევზი და ბოსტნეული.

ხემსის სახით შეგიძლიათ მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს. გარდა კანის გაუმჯობესებისა, მსგავს კვებას აქვს სასიამოვნო ბონუსები: უმჯობესდება ყურადღების კონცენტრაცია, ძილი, თმა უბრო მბზინავი ხდება. ასეთ დიეტას წლების განმავლობაში იცავდა ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, შედეგი კი, როგორც იტყვიან - სახეზეა.