პროდუქტები, რომლებიც ძილის რეჟიმს დაგირეგულირებენ

პროდუქტები, რომლებიც ძილის რეჟიმს დაგირეგულირებენ
ძილის უკმარისობა აისახება კანზე, სტრესის ჰორმონების დონეს წევს და შეიძლება ზიანი მიაყენოს წონაში დაკლების მცდელობას. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ დაარეგულიროთ ძილი წამლების გარეშე, ბუნებრივი მეთოდებით. წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომელიც ძილის რეჟიმის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

1. შვრიის ფაფა
ბევრი თვლის, რომ შვრიის ფაფა კონკრეტულად საუზმეზე უნდა მიიღო, მაგრამ თუ მასში შაქარს არ დაუმატებთ, თქვენი ორგანიზმი მრავალი საჭირო ნივთიერებით შეივსება. შვრია გაგამდიდრებთ მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით და მელატონინით, ძილის ჰორმონით, რომელიც აუცილებელია თუ დილით ადრე გიწევთ ადგომა და სრულყოფილი დასვენება გესაჭიროებათ.

2. ბანანი
მინერალების საბადო, რომელსაც შეუძლია საღამოს მოგადუნოთ. ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია განტვირთვისთვის. ბანანი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ძილის დასარეგულირებლად.

3. ნუში
ცილები დაგეხმარებათ ძილის ნორმალიზაციაში, ნუშში კი ცილები საკმარისადაა. აგრეთვე ამ თხილეულიდან თქვენ მიიღებთ მაგნიუმს, ტრიპტოფანს და ამიტომ ნუში იდეალურია საღამოს სასუსნავად. მხოლოდ ერთი მუჭი მოგცემთ საჭირო რესურსს დასაძინებლად.

4. რძე
ცილების და ტრიპტოფანის დიდი შემცველობა ხდის რძეს შეუცვლელს, როდესაც ბუნებრივი მეთოდით გინდათ ძილის რეჟიმის მოწესრიგება. აგრეთვე ის შეიცავს კალცს, რომელიც გეხმარება სტრესის დაძლევაში.

5. კვერცხი
ერთმა მაგრად მოხარშულმა კვერცხმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს. ის საკმარისი რაოდენობის ცილებს შეიცავს, რომ ძილი მოგანდომოს.
სტატიის წყარო:ambebi.ge