საკმაოდ დიდი ხანი გასტრიტი მტანჯავდა. მოგვიანებით ექიმმა ამ 4 საშუალების შესახებ მიამბო...

საკმაოდ დიდი ხანი გასტრიტი მტანჯავდა. მოგვიანებით ექიმმა ამ 4 საშუალების შესახებ მიამბო...
გასტრიტი - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა ჩვენს დროში, რომელიც უამრავმა ფაქტორმა შეიძლება განპირობოს: არასწორი კვება, მავნე ჩვევები, მედიკამენტოზური მკურნალობა, ბაქტერიული ინფექციები და ა.შ.

რეგულარულად ღებინების შეგრძნება, ტკივილის განცდა, მადის დაქვეითება, გულძმარვა - ამ სიმპტომების დაიგნორების შემთხვევაში, კუჭის წყლულოვანი დაავადებების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.

იმისათვის, რომ ვებრძოლოთ პრობლემას და შევიმსუბუქოთ უსიამოვნო სიმპტომები, შეგვიძლია დახმარებისთვის მივმართოთ ნატურალურ საშუალებებს, რომელთაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.

გაითვალისწინეთ, მკურნალობის მეთოდის ამორჩევამდე რეკომენდირებულია კონსულტაციის გავლა გასტროენტეროლოგთან.

ხალხური საშუალებები გასტრიტის სამკურნალოდ
  1. სელის თესლის ნახარში
    ეს ნახარში არაჩვეულებრივია გასტრიტის სიმტპომების შესაბსუბუქებლად და თავად პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაასხით 1 სუფრის კოვზის სელის თესლს 100 მილილიტრამდე წყალი და ხარშეთ ნარევი 5 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ის ცეცხლიდან და დააყოვნეთ 2 საათით. სელის თესლის ხარშვის შედეგად წარმოიქმნება ლორწოვანი ნახარში, რომელიც ეფინება ჩვენი კუჭის კედლებს და იცავს მათ კუჭის წვენის მავნე ზეგავლენისგან. მიირთვით სელის თესლის ნახარში დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

  2. კარტოფილის წვენი
    მკურნალობის ეს მეთოდი რეკომენდირებულია გასტრიტით დაავადებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც კუჭის მჟავიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. კარტოფილის წვენი მდიდარია პროტეინებით, ამინომჟავებით, უჯრედისით და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც გვეხმარება ტკივილის დამარცხებაში, პერისტალტიკის გაუმჯობესებაში და ლორწოვანი გარსის რეგენერაციაში.

    კარტოფილის წვენი სასარგებლოა დამზადებიდან მხოლოდ მომდევნო 10 წუთის განმავლობაში. 10 დღის განმავლობაში მიირთვით კარტოფილის წვენი დღეში 3-ჯერ თითო-თითო სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. პირველი კურსის დასრულების შემდეგ გააკეთეთ 10 დღიანი შესვენება და გაიმეორეთ ის მეორეჯერ. მეორე კურსის ჩატარებისას შეგიძლიათ გაზარდოთ კარტოფილის წვენის რაოდენობა 1 ფურის კოვზიდან ნახევარ ჭიქამდე.

    ეს მეთოდი უკუჩვენებითია ჰიპოაციდური გასტრიტისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

  3. ალოე და თაფლი
    გასტრიტის დროს არაჩვეულებრივია რეგულარულად ალოეს ვერას წვენისა და თაფლის ნარევის მიღება. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და მიღებული ნარევი მიირთვით 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  4. ქოქოსის წვენი
    ქოქოსის წვენი - ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო სასმელი, რომელიც გვეხმარება არა მხოლოდ გასტრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში, არამედ ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გასტრიტის სიმპტომების შესაბსუბუქებლად უბრალოდ მიიღეთ რეგულარულად ეს საოცრად გემრიელი სასმელი.


არაჯანსაღი და არარეგულირებადი კვება, მკაცრი დიეტები, სწრაფი კვების პროდუქტები და მავნე ჩვევები - ჩვენი კუჭის უმთავრესი მტრები. მიმართეთ ამ საშუალებებიდან ერთ-ერთს, რათა შეძლოთ გასტრიტის სიმტომების შემსუბუქება და პრობლემის დამარცხება, თუმცა არ დაგავიწყდეთ კონსულტაციის გავლა ექიმთან. გისურვებთ ჯანმრთელობას!