გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები მრავალფეროვანი ლიქენის სამკურნალოდ
ქატოსმაგვარი ლიქენი (მრავალფეროვანი) ლიქენი - ეს არის საკმაოდ გავრცელებული დაავადება, სხეულზე ვლინდება მრავლობითი ( იშვიათად ერთეული ) იოლად აქეცვლადი ლაქა ვარდისფერი, მუქი - ყავისფერი, ღია ყავისფერი, მოყვითალო შეფერილობით ხანდახან არის თეთრი ლაქები პიგმენტური ან გარუჯული კანის ფონზე, პერიოდულად ლაქები ერწყებიან ერთმანეთს დიდი კერების სახით. ასეთი ლაქები ხშირად უჩნდებათ ახალგაზრდა ასაკში. ავადმყოფობა შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. მის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი დაავადებები როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, მომატებული ოფლიანობა, ტუბერკულოზი, ვეგეტოდისონია და რიგი სხვა დაავადებები.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ლიქენის მკურნალობაში ერთ - ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ვაშლის ძმარი. ისმება დაზიანებულ ადგილზე 6 - ჯერ დღეში, ღამით კი 1 - 2 -ჯერ. მთელი კვირის განმავლობაში.
- კრაზანას, ასკილის, ქაცვის, ატმის ზეთის გარეგანად გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა კანის უმეტესი დაავადებისას.
- მჟაუნას ფესვები და თესლის ნახარში, ან დანაყილი მწვანილი შეურიეთ არაჟანში ან ნაღებში და წაუსვით დაზიანებულ ადგილას. ეს გამოიყენება ასევე მუნისა და ჰერპესისთვის.
- ლიქენის, ჰერპესის, წითელი ქარის სამკურნალოდ რეკომენდებულია სამკურნალო ტეგანის ფხვნილს შეურიეთ ნაღების კარაქი 1:2 პროპორციით. ისმევა 2 - ჯერ დღეში.
- კანის დაზიანებულ ნაწილზე წასასმელად გამოიყენება კრაზანას ნაყენი 2 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ. ან კრაზანას ზეთი, ან მალამო მცენარის ფხვნილისგან დამზადებული (10 გრ ფხვნილი 40 გრ ვაზელინზე).
- ოროვანდი გამოიყენება წასასმელად დაზიანებულ ადგილზე 1 - 2- ჯერ დღეში 10 -12 დღე.