ხალხური მედიცინა გვირჩევს ქრისტესისხლას ნაყენს პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად!

ხალხური მედიცინა გვირჩევს ქრისტესისხლას ნაყენს პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად!
ადამიანის კანის უმეტეს პიგმენტაციაზე პასუხს აგებს უჯრედი - მელანოციტი. ისინი გამოიმუშავებენ ყველაზე მთავარ შავი ფერის პიგმენტს - მელანინს. ხანდახან ხდება, რომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, გარკველ ადგილებში მელანოციტები გამოიმუშავებენ მეტი არასტანდარტული რაოდენობის მელანინს, რის შედეგადაც სხეულზე ჩნდება პიგმენტური ლაქები, ხალები ქლოაზმები და ა.შ. პიგმენტური ლაქები ძირითადად ქალებს უჩნდებათ, მათი ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე.

ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს, მათ შორის:
  • მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება
  • ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევა
  • კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება

Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ პიგმენტური ლაქების გაფერმკრთალების და მოშორების მარტივ ეფექტს ქრისტესსისხლას საშუალებით.

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. ქრისტესსისხლას გამომშრალ ფოთლებს დაასხით არაყი (პროპორციით 1:5), 1 თვით დადგით სითბოში და გაწურეთ.
  2. დაასველეთ ნაყენში ბამბის ტამპონი, დაიდეთ პიგმენტურ ლაქაზე და შეიხვიეთ.
  3. კომპრესი 15-20 წუთის შემდეგ მოიხსენით და სახეზე გრილი წყალი შეისხით.
  4. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3 ჯერ, დადებითი ეფექტის მიღებამდე.


ექიმის კომენტარი: ქრისტესსისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ჰელიდონინი, ჰემოჰელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ჰელერიტრინი, სანგვინარინი, საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ქარვისა და სხვა. ხალხურ მედიცინაში ქრისტესსისხლას რძეწვენს იყენებენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშრებლად. ნახარშებსა და ნაყენებს ხმარობენ წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს. არის ტკივილგამაყუჩებელი. ქრისტესსისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირსა და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"