მრავალჯერ ნაცადი რეცეპტები ვიტილიგოს სამკურნალოდ

მრავალჯერ ნაცადი რეცეპტები ვიტილიგოს სამკურნალოდ
ვიტილიგო - არის კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება გარკვეულ ადგილებში პიგმენტის - მელანინის - გაქრობით. კანზე ვლინდება თეთრი ფერის ლაქები სხვადასხვა ფორმისა და ზომის. ლაქა მიდრეკილია პერიფერიისკენ ზრდისკენ. ყველაზე ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, უმეტესად ქალებში. ვიტილიგოს კერები შეიძლება იყოს კანის საფარველის ნებისმიერ ადგილას უფრო ხშირად სახესა და სხეულის ზემო ნაწილზე. ავადმყოფობის მიმდინარეობა ხანგრძლივია პროგნოზი ყოველთვის არ არის სასურველი, გამომწვევი დაუდგენელია.

რეცეპტები:
  • რეკომენდებულია დღეში 1- 2 - ჯერ დღეში ლაქაზე წაესვას ძირთეთრას ფესვების წვენი, პარალელურად ულტრაიისფერი სხივებით დასხივებაა საჭირო. ასევე შეიძლება ძირთეთრას მშრალი ყვავილები გახეხოთ ფაფის მიღებამდე, შეურიეთ 100 გრ ღორის ქონი და დაბალ ცეცხლზე იდგას 2,5 საათი, გააცივეთ და მალამოს თხელ ფენად უსვამენ 2 - ჯერ დღეში.

  • ვიტილიგოს სამკურნალოდ საჭიროა სისტემატურად მარწყვის დიეტა.

  • ზეთს რომელიც მიიღება მცენარე ბერგამოტისგან ისვამენ ლაქაზე დამატებით დაასხივეთ კვარცის ნათურით ან მზის სხივით.

  • ანისულის ზეთი ასევე გამოიყენება როგორც ბერგამოტის ზეთი.

  • საჭიროა წიწვებისა და კატაბალახას აბაზანები. კურსი 15 პროცედურა,

  • ბავშვებში და მოზარდებში ინიშნება მიკროოყნა ასფურცელას ყვავილების და აბზინდას ბალახის ნაყენით 30 მლ კურსი 15 პროცედურა. ოყნა კეთდება დღეგამოშვებით , საღამოობით.

  • მოამზადეთ ნაკრები: გვირილას ყვავილები, სალბის ფოთლები, კრაზანას ბალახი, გულყვითელას ყვავილები, თავშავას ბალახი, ჭინჭრის ფოთოლი, ორკბილას ბალახი, ყველაფერი აიღეთ 20 გრ დაფქვით, 1 ს/კ ნაკრებს დაუმატეთ 1 ჭ მდუღარე წყალი გააჩერეთ 1 საათით, გააგრილეთ. მიიღება 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში 2 თვის განმავლობაში.

  • 100 გრ ფერისცვალა და 1/2 ლ მცენარეული ზეთი, მიიყვანეთ ადუღებამდე, იხარშება დახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში გამოიყენება წასასმელად ვიტილიგოზე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი