სარტყლისებრი ლიქენის სამკურნალო მცენარეული საშუალებები

სარტყლისებრი ლიქენის სამკურნალო მცენარეული საშუალებები
სარტყლისებრი ლიქენი ( სარტყლისებრი ჰერპესი ) გამოწვეულია ვირუსით ( ჰერპესით) ძირითადად ვლინდება გაცივების შემდეგ ლიქენის დროს სასარგებლოა ზღვის წყალში ბანაობა, თუ ამის საშუალება არის, ან უნდა მიიღონ აბაზანები ზღვის მარილით.

რეცეპეტები:
  • მოამზადეთ მალამო: 100 გრ თაფლი, 1 ს/კ ნაცარი, 3 კბილი დანაყილი ნიორი, შეურიეთ ყველაფერი კარგად, წაუსვით დაზიანებულ ადგილას, სასურველი შედეგის მიღებამდე.

  • ლიქენის და მუნის დროს დაზიანებულ ადგილზე უსვამენ მინდვრის პიტნის ნახარში 1 ს/კ, პიტნას დაასხით 1 ჭ წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წთ, გაწურეთ.

  • აბაზანები ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა ლიქენის სამკურნალოდ ყველაზე კარგი საშუალებაა გოგირდიანი ან მარილიანი წყალი, ზღვის ქაფი.

  • დაზიანებულ ადგილას წაუსვით მწარე ნუშის ზეთი.

  • ლიქენით დაზიანებულ ადგილას აუცილებელია დღეში 1 - ჯერ წაუსვათ ნიორი, შემდეგ ამ ადგილას შეიზილეთ არყის ის ნახარში ოროვანდის ფესვების წვენთან შერეული 1:3 თანაფარდობით 20 - 30 წუთის განმავლობაში.

  • მუხის ქერქის ნაცარი შეურიეთ ახალ ( თბილი, ახალმოწველილი ) რძეში მალამოს კონსისტენციის მიღებამდე, რეკომენდებულია 1-2 - ჯერ დღეში წასმა.

  • ჭიებისგან დაზიანებული ხის მერქანი (ფუღურო ) დანაყეთ, მოხარშეთ წყალში, გაწურეთ, ივლებენ მთლიან ტანზე, შემდეგ ისვამენ მერქნის ფხვნილისგან მომზადებულ მალამოს ღორის ქონზე 1 :4 თანაფარდობით. პროცედურა სასურველია ჩატარდეს 1 - 2 - ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი