ეფექტური ხალხური რეცეპტები ცისტიტის სამკურნალოდ

ეფექტური ხალხური რეცეპტები ცისტიტის სამკურნალოდ
ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. ცისტიტის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ინფექცია, რომლის შედეგადაც ხდება შარდის ბუშტის ანთება. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ცისტიტის მკურნალობას იწყებენ დიეტით. საკვებიდან უნდა გამოირიცხოთ მჟავე, ცხარე, მარილიანი, შემწვარი პროდუქტები და განსაკუთრებით ალკოჰოლი. რეკომენდებულია უხვი სასმელი, რომ გამოირეცხოს შარდის ბუშტი და ურეთრა. უნდა განოვლინდეს და მოშორდეს ის მიზეზები, რომლებიც ხელს უწყობენ ცისტიტის განვითარებას.

რეცეპტები:
  • ავიღოთ მარწყვა - ბალახას ფესურები - 3 წილი, მინდვრის შვიტას ბალახი - 3 წილი, მრავალძარღვას ფოთლები - 4 წილი. მოვამზადოთ ისევე, როგორც წინა რეცეპტში. მივიღოთ 1/2 ჭიქა თბილი სახით 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ ადრე.

  • პიტნა კურნავს შარდის ბუშტის მძიმე ანთებას. მცენარე უნდა შევაგროვოთ ყვავილობის პერიოდში. 20 გრ ბალახს დავასხათ 1,5 ლ მდუღარე, ვადუღოთ 5 - 10 წთ, გავაცივოთ, მივიღოთ თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.

  • შარდის ბუშტის დაავადებების დროს, ვსვათ როგორც ჩაი, მაისის არყის ხის ქერქის ნახარში: ქერქი უნდა ავიღოთ ახალგაზრდა ხიდან გაზაფხულზე, სითხის მოძრაობის დროს, დავაყენოთ ცივ წყალში 6 სთ, წვრილად დავჭრათ, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 2 ჩ.კ ქერქს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 20 წთ, დავაყენოთ 30 წთ, შემდეგ გავწუროთ.

  • ცისტიტის დროს: დავასხათ 0,5 ლ არაყი 5 ს/კ ოფის კვირტებს და დავაყენოთ 21 დღე ბნელ ადგილას. ვსვათ თითო ჩ/კ 3 - 4-ჯერ დღეში, ჭამის დროს.

  • ცისტიტის დროს: 1 ს/კ კამის ბალახს თესლებთან ერთად დავასხათ 1,5 ჭიქა მდუღარე და დავაყენოთ 30 წთ, ვსვათ 1/3 ჭიქა 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ადრე.

  • ცისტიტის დროს: დავასხათ 0,5 ლ მდუღარე ერთ მუჭა სტაფილოს ფოთლებს (ზედა ნაწილს ), შევფუთოთ, დავაყენოთ 1 სთ. ვსვათ დღის განმავლობაში, 3 - 4 მიღებაზე, ჭამამდე 30 წთ ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთოაქი