რომელ ეფექტურ საშუალებებს უნდა მიმართოთ ბუასილის სამკურნალოდ

რომელ ეფექტურ საშუალებებს უნდა მიმართოთ ბუასილის სამკურნალოდ
ბუასილი ვითარდება ცხოვრების მჯდომარე წესის, ორსულობის, ფიზიკური დაძაბვის დროს. ზოგიერთი დაავადების დროს (ღვიძლის ციროზი, გულის დაავადებები) ხდება სისხლით ვენოზური სისტემის გადავსება და სხეულის ქვემო ნაწილებში სისხლის შეგუბება. ამანაც შეიძლება მიგვიყვანოს ჰემოროიდული პროცესების განვითარებამდე.
ბუასილი იყოფა მეჭეჭოვან (ავთვისებიან), ყურძნისებრ და აბრეშუმისებრ ფორმებად. მეჭეჭოვანი ბუასილის დროს ჰემოროიდალური კვანძები წააგავს პატარა მეჭეჭებს, ყურძნისებრის დროს ისინი ფართო და მრგვალია, აბრეშუმებრის დროს კი - მოდუნებული, სისხლიანი. გარდა ამისა, არსებობს შიგნითა და გარეთა ბუასილი.
ზოგჯერ ბუასილი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ახლავს მხოლოდ უკანა გასავლის მიდამოში მცირე ქავილი და წვა. თუ ვარიკოზულ ვენებში წარმოიქმნება თრომბი და თან დაერთვება ანთება, მაშინ დეფეკაციის დროს უკანა გასავალში ჩნდება ტკივილები.

რეცეპტები:
  • 1 ს/კ კრაზანას დაქუცმაცებულ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ თბილ ადგილას. გავწუროთ. მივიღოთ მეოთხედი ჭიქა 3 -ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.

  • 5 ჩ/კ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 -15 წთ, გავწუროთ და მივიღოთ თოთო ს/კ 3 - ჯერ დღეში, 10 - 15 დღის განმავლობაში.

  • სახეხზე გახეხილ 250 გრ ნიორს დავასხათ 400 გრ თხიერი თაფლი, ავურიოთ და დავაყენოთ 7 დღე. მივიღოთ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე.

  • წაბლის ნედლი ყვავილების წვენს იღებენ ბუასილისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს 25 - 25 წვეთს 2 - ჯერ დღეში, აყოლებენ ორ - ორ ყლუპ რძეს ან წყალს.

  • ცხენისწაბლას ყვავილების ან ნაყოფის ნაყენი: 50 გრ ყვავილს ( ან ნაყოფს) დავასხათ 500 მლ არაყი, დავაყენოთ თბილ და ბნელ ადგილას 14 დღე, ყოველდღე შევანჯღრიოთ. მივიღოთ 30 - 40 წვეთი 3 - ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში.

  • სურნელოვანი ტეგანის ყვავილების ნაყენი: 100 გრ გამხმარ, დაქუცმაცებულ ყვავილებს დავასხათ 500 მლ არაყი და დავაყენოთ 2 კვირა ბნელ ადგილას, გავწუროთ. ვსვათ 10 - 10 წვეთი 1 ს/კ წყალზე, 3 - ჯერ დღეში, ბუასილისა და ვენების ვარიკოზის დროს. მკურნალობის კურსი - 3 კვირა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი