ბუასილისგან განკურნება საკმაოდ მარტივი პროცედურებით შეგიძლიათ

ბუასილისგან განკურნება საკმაოდ მარტივი პროცედურებით შეგიძლიათ
ზოგჯერ ბუასილი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ახლავს მხოლოდ უკანა მიდამოში მცირე ქავილი და წვა. თუ ვარიკოზულ ვენებში წარმოიქმნება თრომბი და თან დაერთვება ანთება, მაშინ დეფეკაციის დროს უკანა გასავალში ჩნდება ტკივილები.
გადიდებული ვენოზური კვანძების ინფიცირების დროს შეიძლება წარმოიშვას სწორი ნაწლავის ქრონიკული ანთება და თრომბოფლებიტი. თუ მოხდა გარეთა და შიგნითა ჰემოროიდალური კვანძების ჩაჭედვა, მაშინ ავადმყოფები უჩივიან ძლიერ ტკივილებს ანალური ხვრელის მიდამოში.

რეცეპტები:
  • ცოცხანას ფოთლების ნახარში: 3 ს/კ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. ვსვათ ყოველ საათში, თითო ს/კ ქრონიკული ბუასილის გამწვავების, სატკბურის, ათეროსკლეროზის, თრომბოფლებიტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

  • მოვამზადოთ ნაკრები: თეთრი არყის ხის ქერქი - 20 გრ, ცხენისწაბლას ნაყოფი - 20 გრ, მუხის ქერქი - 20 გრ, ისლანდიური ხავსის ფენა - 50 გრ, გლერძის ბალახი - 100 გრ, მაყვლის ძირები - 10 გრ, რევანდის ძირები - 30 გრ, ნეგოს ყვავილედი - 30 გრ, შვიტას ბალახი - 50 გრ. დაქუცმაცებულ ნაკრების 2 ს/კ - ს დავასხათ 500 მლ წყალი და ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. მივიღოთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 -4- ჯერ დღეში. ამ ნახარშის მიღებასთან ერთად სასარგებლოა მთის ჩადუნას ფესურების ნახარშის მჯდომარე აბაზანების გაკეთება.

  • დავაყენოთ როგორც ჩაი და ვსვათ ფარსმანდუკის ფოთლების ნაყენი. ერთდროულად შეიძლება დაავადებულ ადგილზე დავიფინოთ ღამით ფარსმანდუკის ყვავილები.

  • ქვაბში ჩავასხათ 3ლ რძე და მასში ჩავდოთ 5 საშუალო ზომის ხახვი. დავახუროთ მჭიდროდ თავსახური და მოვათავსოთ აირღუმელში 30 -40 წთ. გამოვიღოთ ქვაბი და შევუცვალოთ თავსახური. დავახუროთ ხის სახურავი, ცენტრში ხვრელით და დავჯდეთ მასზედ 10 - 15 წთ - ით. პროცედურა გავიმეოროთ დღეგამოშვებით (7 - 10 პროცედურა).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი