მცენარეული რეცეპტები შორსწასული ბუასილის სამკურნალოდ.
ბუასილი - ეს არის უკანა გასავლის და სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს მცირე მენჯისა და სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის შეგუბება, ე.ი. მათი ხანგრძლივი გადავსება სისხლით ქრონიკული შეკრულობების დროს.
თუ ბუასილის მკურნალობა ტარდება არასწორად ან საერთოდ არ ტარდება, მაშინ შეიძლება წარმოიქმნას სწორი ნაწლავის ნახეთქები, რომლებიც ძნელად ხორცდება.
ბუასილის მკურნალობა:
თუ ბუასილის მკურნალობა ტარდება არასწორად ან საერთოდ არ ტარდება, მაშინ შეიძლება წარმოიქმნას სწორი ნაწლავის ნახეთქები, რომლებიც ძნელად ხორცდება.
ბუასილის მკურნალობა:
- თუ ბუასილი გართულებულად მიმდინარეობს, საკმარისია 3 - ჯერ დღეში მიიღოთ 1 ჩ/კ ბრტყელეკალას წვენი და ამავე წვენის საფენები დაიდოთ სამი კვირის განმავლობაში. შედეგი ძალიან კარგია.
- ბუასილურ კვანზებზე დაიდეთ ვერხვის ფოთლები. მტკივანი ადგილი წინასწარ მოიბანეთ თბილი წყლით და საპნით, შემდეგ - ცივი წყლით. ფოთლები უნდა დაიდოთ ორი საათით. თუ ტკივილი გაძლიერდა, ფოთლები უფრო ადრე მოიცილეთ და მოიბანეთ გრილი წყლით. 1 - 2 დღის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.
- ბუასილურ კვანძებზე დაიდეთ ცივი საფენები ( დოლბანდი დაასველეთ ცივ წყალში და გაწურეთ ) 1 -2 წვეთით, 3 -4 - ჯერ დღეში. რამდენიმე დღის შემდეგ პროცედურა უფრო გაართულეთ: ყინული გაახვიეთ დოლბანდში და 30 წამით მიიდეთ ბუასილურ კვანძებზე.
- 5 ჩ/კ ყანის ბირკას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 0,5 ლ ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წთ, გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ, ჭამამდე 15 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი 1 - 1,5 თვე.
- ჩაიდანში ჩაივით დააყენეთ და დალიეთ ქერიფქლას ყვავილი. ჭამამდე. წვენი ოდნავ დაატკბეთ და დააყოლეთ 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი.
- შეგიძლიათ დალიოთ ცირცელის ყვავილის ნაყენი, ან ნახარში: 15 გრ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ. მიიღეთ 3 - 4 ყლუპი 3 -4 - ჯერ დღეში.
- შორსწასულ ბუასილს მკურნალობენ მინდვრის ნემსას ბალახის და ყვავილის (შეაგროვეთ მაისში ) ნაყენით. 1 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ. მიღებული ნაყენი მთლიანად უნდა დალიოთ დღის განმავლობაში - 3 ჩ/ჭ ცხელი ნაყენი 3 - ჯერ დღეში. ყოველდღე მოამზადეთ ახალი ნაყენი.