როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები მარტივად, სახლის პირობებში

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები მარტივად, სახლის პირობებში
მეჭეჭი -ეს არის კეთილთვისებიანი გადამდები კანის დაავადება, უმეტესად გამოწვეული ვირუსით. დაავადების გამომწვევი გადაედება უშუალო კონტაქიტის დროს დაავადებულთან ან საყოფაცხოვრებო (საოჯახო) ნივთებით.
მეჭეჭი ჩვეულებრივი - მკვრივი, კვანძი, არაანთებითი ხასიათის მისი ზომები ვარირებს ქინძისთავიდან ბარდის მარცვლის ოდენობამდე მოყვითალო - მონაცრისფრო ხორკლიანი ზედაპირით, უმეტესად ლოკალიზდება ხელის მტევანზე, შეიძლება იყოს რამდენიმე ან მრავლობითი.
ლანჩისმაგვარი მეჭეჭი - გარეგნულად კოჟრს მოგვაგონებს, უფრო ხშირად ლოკალიზდება ისეთ ადგილებში რომლებიც მუდმივად განიცდიან ზეწოლას, ხახუნს, ხშირად ქუსლების ადგილას დაწოლისას აღინიშნება ტკივილი.
სიბერის მეჭეჭი - ეს სახეობა აღენიშნებათ ასაკოვან ხალხს გადამდები არ არის, ფორმა არის ბრტყელი მომრგვალებული ღილის მაგვარი, ყავისფერი ან შავი ხშირად ლოკალიზდება თავის თმიან ნაწილზე.
მახვილწვერა კონდილომები - არის არც ძალიან დიდი პაპულები ვარდისფერი შეფერილობი, დროდადრო შორიშორდებიან ერთმანეთს და იღებენ წაწვეტებულ ფორმას პაპულის მოშორების ვითარედება დაზიანების ვრცელი ადგილი, ამოცნობა ძალიან იოლია ფეხის ფორმის, რბილი კონსინსტენციისას ლოკალიზდება უფრო ხშირად სასქესო ორგანოებზე საზარდულის, დუნდულათაშორის ნაკეცში.

რეცეპტები:
  • თუ მეჭეჭზე დავაფენთ ჩვეულებრივი ცირცელის ფაფას გადავახვევთ 2-3 საათის განმავლობაში, რამდენიმე დღეში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

  • მრგვალფოთლიანი დროზერას ახალი წვენის მრავალჯერადი წასმა მიგვიყვანს განკურნებამდე. თუ ამ წვენს დილა - საღამოს სახეზე წაისვამთ ჭორფლი გაქრება.

  • ბავშვებში მეჭეჭები ადვილად სცილდება, ხელოვნური ყინულით რომელშიც ინახავენ ნაყინს, საფენში გახვეული ყინულის ნატეხი დღეში რამდენჯერმე ედება მეჭეჭზე, მანამ უნდა გავაჩეროთ სანამ მოთმენა შეიძლება, რამდენიმე სეანსი საკმარისია.

  • ღანძილის ბოლქვი გახეხეთ, მასა უნდა დაედოს კომპრესის სახით მთელი დღის განმავლობაში, მეჭეჭის ირგვლივ კანზე უსვამენ ვაზელინს, რომ არ დაიწვას ჯანსაღი ნაწილი.

  • დასრესილი გულყვითელას ყვავილი ედება მეჭეჭზე, უნდა გადაეკრას ლეიკოპლასტირით, ჩერდება მთელი ღამის განმავლობაში, მეჭეჭის გაქრობამდე.

  • მეჭეჭის მოსაშორებლად საჭიროა ახალგამოწურული ხახვის ან ვერხვის ფოთლის წვენის წასმა 2 - 3 -ჯერ დღეში.

  • გახეხილი ასკილის ყვავილის ფოთლები ედება მეჭეჭზე 2 - 3 - ჯერ დღეში, მეჭეჭის გაქრობამდე.

  • ტირიფის მერქნის ნაცრისა და ძმრის ნარევი უნდა დაედოს მეჭეჭს 2 - 3 -ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი