ეს საშუალებები მეჭეჭს ადვილად და უმტკივნეულოდ მოგაშორებთ
მეჭეჭი - ეს არის კეთილთვისებიანი გადამდები კანის დაავადება, უმეტესად გამოწვეული ვირუსით. დაავადების გამომწვევი გადაედება უშუალო კონტაქტის დროს დაავადებულთან ან საყოფაცხოვრებო (საოჯახო) ნივთებით.
მეჭეჭის განვითარებას ხელს უწყობს კანის მცირე ტრავმები, ოფლიანობა და ა.შ. საინკუბაციო პერიოდი (დრო დაინფიცირებიდან, მისი პირველი სიმტომების გამოვლინებამდე ) ხანგრძლივდება 2 - დან 5 თვემდე. მეჭეჭები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: ბრტყელი მეჭეჭი ყმაწვილური ( ახალგაზრდული) მოგვაგონებს შემკვრივებას რომელიც ამოწეულია ჯანსაღი კანის ზედაპირზე, ფრომა აქვს მრავალფეროვანი, მოყვითალო - მოვარდისფრო ან ხორცისფერი. ამგვარი მეჭეჭები უფრო ხშირად გვხვდება სახესა და ხელის მტევნის ზურგზე უმეტესად მოზარდებში.
რეცეპტები მეჭეჭების უმტკივნეულოდ მოსაცილებად:

- მეჭეჭები ადვილად და უმტკივნეულოდ მოშორდება თუ ყოველდღე წავისვამთ აბზინდას ძლიერ ნაყენს ან წვენს.
- მეჭეჭი რძიანას წვენის წასმის დროს უკვალოდ ქრება.
- კალანხოეს ცოცხალი ფოთლების წვენით ასველებენ საფენს და ადებენ ნახვევის სახით მთელი ღამის განმავლობაში.
- მეჭეჭი ადვილად სცილდება ბაბუაწვერას წვენით, ისმება ყოველდღე 2 - 3 -ჯერ დღეში, კვირის განმავლობაში, ან ისმება მალამო მომზადებული ბაბუაწვერას წვენიდან და ნაღების კარაქიდან 1:4 პროპორციით.
- მეჭეჭზე უსვამენ ახალდაკრეფილ ქრისტესისხლას წვენს 2 - ჯერ დღეში.
- მეჭეჭი და კოჟრი ადვილად შორდება ნივრის ახალი წვენით ან მალამოთი რომელიც მზადდება დანაყილი ნივრისგან და ღორის ქონისგან ან ნაღების ცხიმით.
- მეჭეჭები რომლებიც ლოკალიზებულია ხელისა და ფეხის გულებზე გახეხეთ ნივრის კბილი დაამატეთ 1 ჩ/კ ძმრის ესენცია, დაუმატე ხორბლის ფქვილი, მოზილეთ ცომი ისეთი რომ ხელიდან არ ჩამოვარდეს, ცხვება პატარა კვერი, ლეიკოპლასტილს უკეთდება ნახვრეტი, ეკვრება კანზე ისე, რომ გამოჭრილ ნაწილში მოხვდეს თვითონ მეჭეჭი კანი რომ არ დაიწვას, მეჭეჭზე ედება კვერი, ზემოდან აკრავენ ლეიკოს და გადაახვევენ ბინტით 2 - 3 დღეში ხსნიან და მასთან ერთად ძვრება მეჭეჭიც, პირველი ცდა თუ უშედეგო აღმოჩნდა შეიძლება განმეორდეს პროცედურა. მეჭეჭის ნამყოფ ადგილას შეიძლება დარჩეს მტკივნეული ორმო, რომელსაც უსვამენ "ვიშნევსკის" მალამოს დაზიანებულ ადგილილას, მორჩენამდე.