რეცეპტები, რომლის გამოყენების შემდეგ მეჭეჭები უკვალოდ ქრება.
მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა. მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული (სულ ცნობილია ამ ვირუსის 60-ზე მეტი სახეობა). მეჭეჭი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, უმეტესად კი ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება.
რეცეპტები მეჭეჭების მოსაშორებლად:
რეცეპტები მეჭეჭების მოსაშორებლად:
- მეჭეჭის მოსაშორებლად იყენებენ მალამოს ცარცის ფხვნილისა და კანაფის ზეთის ნარევისგან 1:4 პროპორციით.
- მეჭეჭი ქრება უკვალოდ თუ გაკეთდება ცხენისწაბლას აბაზანები. აიღეთ ემალირებული სათლი ( ვედრო) ან ქვაბი, გაავსეთ ნახევრამდე ცხენისწაბლას ფოთლებით, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ყვავილები და დაქუცმაცებული ნაყოფი, შეავსეთ მდუღარე წყლით ჭურჭელი და დააყენეთ 12 საათი. კეთდება აბაზანა 38 - 40 გრადუსზე 15 - 20 წთ - ის განმავლობაში, საკმარისია 7 - 8 პროცედურა დღეგამოშვებით, თუ ჯანსაღია ორგანიზმი შეიძლება ყოველდღეც.
- მეჭეჭი თუ ლოკალიზებულია ფეხის გულზე, სოდიანი აბაზანით დაირბილეთ ფეხები, ფრთხილად ააფხიკეთ გარქოვანებული ფენა, ამის შემდეგ გაიმშრალეთ, მეჭეჭზე დაადეთ ახალი ხორცის (უმი ხორცის ) პატარა ნაჭერი, გადააკარი ლეიკოპლასტირით და გადაახვიეთ ბინტით. ნახვევი უნდა გაჩერდეს 3 -4 დღე დასველების გარეშე (ანუ ფეხი არ უნდა დაიბანოთ ) შემდეგ ხსნიან ნახვევს და ისევ კეთდება აბაზანა სოდიანი და საპნიანი წყლით დარბილებული მეჭეჭი იოლად შორდება ჯანსაღ კანს. თუ მეჭეჭი ზომით დიდია და ერთი პროცედურა არ აღმოჩნდა საკმარისი, საჭიროა განმეორება.
- ზამბახის ფოთლები დასრისეთ და დააფინეთ მეჭეჭს, გადაახვიეთ ( ხანდახან საკმარისია სამი პროცედურა).
- მეჭეჭი თუ ხელზეა სცადეთ ხელის დაბანა ფეტვიანი წყლით, 2 ს/კ ფეტვს დაასხით 1 ჭ ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 30 წთ. ამ ნაყენით დაიბანეთ ხელი ისე რომ მარცვლები ხელით დასრისოთ.