მარტივად მოიშორეთ მეჭეჭი უძველესი ხალხური საშუალებებით
მეჭეჭი - კანის ვირუსული დაავადებაა. არჩევენ ჩვეულებრივ ბრტყელ, ანუ სიჭაბუკის, მეჭეჭს და მოხუცებულობის მახვილწვეტიან მეჭეჭს - კონდილომას.
ჩვეულებრივი მეჭეჭი სფეროსებრი ან ოვალური ფორმისაა და ქინძისთავის ოდენობიდან მუხუდოს ოდენობამდე სიდიდის წარმონაქმნია, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ხელის მტევნებისა და თითების გვერდით და ზურგის ზედაპირზე, ფეხის გულზე, ფრჩხილების გარშემო, ზოგჯერ კი ფრჩხილის ქვეშ, შეიძლება მტკივნეული იყოს.
ბრყელი ანუ სიჭაბუკის, მეჭეჭი უმტკივნეულოა, ოდნავ წამოწეული კანის დონიდან, ჩვეულებრივ მკრთალი ყავისფერი ან ნორმალური კანის ფერია. ასეთი მეჭეჭი ხშირია ხელის მტევნების ზურგის ზედაპირსა და სახეზე. სიჭაბუკის მეჭეჭი დიდხანს ძლებს, უკვალოდ ქრება, ზოგჯერ კი რეციდივირებს.
ხორცმეტი, მეჭეჭი ყველაზე ხშირად მაინც ხელზე ან ფეხზე გამოდის და გვაწუხებს კიდეც. ბევრი ცდილობს ეს ხორცმეტი მოიჭრას, მაგრამ უმეტესად მოჭრას სამწუხარო შედეგი მოსდევს.

- საკმარისია დაიდოთ რამდენჯერმე ხახვის ნაჭერი - მეჭეჭი რბილდება და ადვილად მოიშორებთ.
- 2 ლიმონის დაქუცმაცებულ კანს დაასხით 0,5 ჭიქა 30 %- იანი ძმარი. 8 დღის განმავლობაში გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. პერიოდულად შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მეჭეჭებზე დღეში რამდენჯერმე დაიდეთ ხსნარში დასველებული ტამპონი.
თუ მეჭეჭი გაგიჩნდათ - ყოველდღე ძილის წინ საწვეთურის (პიპეტის ) საშუალებით მეჭეჭზე ფრთხილად დაიწვეთეთ ძმარმჟავა. რამდენიმე დღეში მეჭეჭი მოძვრება.
- მეჭეჭის კანთან შეხების ადგილას მაგრად მოიჭირეთ აბრეშუმის ძაფი. რამდენიმე დღეში მეჭეჭი გახმება და მოძვრება.
- ძველად მეჭეჭს შემდეგნაირად მკურნალობდნენ: კარტოფილს ჭრიდნენ შუაზე და ამით უზელდნენ ავადმყოფს მეჭეჭიან ადგილს. შემდეგ ჭუჭყიან კარტოფილს მიწაში მარხავდნენ. მეჭეჭი უკვალოდ ქრებოდა.