რა ცვლილებები ხდება მტევანში დიაბეტის დროს
სხვა პროფილის დაავადებებთან ერთად მტევნის ანატომიურ - ფუნქციურ ცვლილებებს ენდოკრინული პათოლოგოებიც იწვევს. ქვემოთ ვისაუბრებთ, სახელდობრ, როგორ მოქმედებს მტევანზე ჰორმონალურ - ენდოკრინული დარღვევები და რა სახით ვლინდება ისინი. ენდოკრინული დაავადებების დროს ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ცვლილებებს მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის უმთავრესი საკვებში მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების დეფიციტი, კუჭ - ნაწლავიდან მათი შეწოვის შეფერხება და ზოგიერთი ჰორმონის (პარათჰორმონის, თიროქსინის და კორტიზოლის) ჰიპერსეკრეცია.
აკრომეგალია, შაქრიანი დიაბეტი, იცენკო - კუშინგის დაავადება, ჰიპოთირეოზი, პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება - ეს იმ ენდოკრინულ დაავადებათა ჩამონათვალი გახლავთ, რომლებიც ყველაზე ხშირად უცვლის მტევანს ფორმას და ზოგჯერ მის სრულ დისფუნქციასაც კი იწვევს.
რა ცვლილებები ხდება მტევანში დიაბეტის დროს
მტევანთან დაკავშირებული ცვლილებები შაქრიანი დიაბეტის გართულებებს უფრო მეტად ახასიათებს. კერძოდ, ასეთი გართულებაა ოსტეოპოროზი, რომელიც ინსულინის დეფიციტის გამო ძვლოვან ქსოვილში ოსტეობლასტების შემცირებას უკავშირდება.
შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი და არარაციონალური მკურნალობის შედეგად ხშირად ვითარდება სხვადასხვა გართულება ნერვული სისტემისა და მამოძრავებელი (ძვლოვანი) აპარატის მხრივ. ეს არის სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც დიაბეტურ მტევანს ვუწოდებთ. მას ახასიათებს გაელვებისა და წვის შეგრძნება, დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება, რაც ხელთათმანის სიმპტომად მოიხსენიება. დეფორმაციის პროცესში ჩართულია როგორც ძვლოვანი, ისე ნერვკუნთოვანი სისტემა, ხდება ძვლოვანი სისტემის დეფორმაცია და კუნთების ატროფია.
ატროფირებული, განლეული ადგილი ჩანს საჩვენებელ თითსა და ცერა თითს შორის არსებული ჩაღრმავების სახით.
რაც შეეხება სუბიექტურ ჩივილებს: ტკივილი საკმაოდ მწვავეა, იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და უძილობას.