დაფნა, არაჩვეულებრივად არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში!
დიაბეტი ( შაქრიანი ) - ნეირო - ენდოკრინული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის ( ცხიმოვანი, ცილოვანი, წყლის, განსაკუთრებით ნახშირწყლების ცვლის ) მოშლა. იწვევს ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობა. ინსულინის უკმარისობის გამო ღვიძლი და კუნთები ვეღარ გარდაქმნის შაქარს გლიკოგენად, ქსოვილები კარგავს შაქრის ჟანგვის უნარს და ვეღარ იყენებს მას ენერგიის წყაროდ. ვითარდება ნეოგლიკოგენოზი ( შაქრის წარმოქმნა ცილებისა და ცხიმებისაგან ), რის გამოც შაქარი გროვდება სისხლში ( ჰიპერგლიკემია ), შაქრის ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად ( გლიკოზურია ), ჯერ სისხლში , შემდეგ კი შარდში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აცეტონური სხეულაკები, ირღვევა ორგანიზმის ტუტე - მჟავური წონასწორობა, ვითარდება აციდოზი. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი წყურვილი, დიდი რაოდენობით და ხშირად შარდავს, აღენიშნება პირისა და კანის სიმშრალე, გაძლიერებული მადა, წონაში დაკლება. ხშირად ავადმყოფს აქვს ჭარბი წონა, საერთო სისუსტე და სხვა.
სამკურნალოდ იყენებ დაფნის ფოთოლს და ნაყოფს. მისი ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს, ძმრის, ვალერიანისა და კაპრონის მჟავებს, მათ ეთერებსა და სხვა ნაერთებს. ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს, ცხიმოვან ზეთსა და ცხიმოვან მჟავებს.
ნაყენს დასალევად ასე ამზადებენ:
10 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებს ათავსებენ თერმოსში და ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2 - 3 საათს, წურავენ.
მიღება: 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში შაქრიანი დიაბეტის დროს.
უკუჩვენება: ცნობილი არ არის.