ნუ დაიზარებთ! გამოიყენეთ 2 ხალხური რეცეპტი დიაბეტის სამკურნალოდ.

ნუ დაიზარებთ!  გამოიყენეთ  2  ხალხური  რეცეპტი დიაბეტის სამკურნალოდ.
შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა, რომელიც ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით ხასიათდება. ჰორმონ ინსულინის სრული ან ნაწილობრივი უკმარესობისას გლუკოზა ვერ ხვდება ქსოვილების უჯრედებში და გროვდება სისხლში. დიაბეტის დამახასიათებელი სიმპტომებია: წყურვილი, ქავილი, გახშირებული შარდვა, წონის დაკლება - მადის შენარჩუნებისას.

არსებობს ორი ტიპის დიაბეტი: I ტიპი - ინსულინდამოკიდებული; II ტიპი - ინსულინდამოუკიდებელი ( ასაკოვანთა დიაბეტი).
მცენარეულ ძირზე დამზადებული ნატურალური წამლები საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით II ტიპის დიაბეტის დროს.

ეს რეცეპტები მრავალნაცადია და მის ეფექტურობაშიც ბევრი დარწმუნდა.

I რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 100 მლ
  • მოცვის ფოთლები - 10 გრ
  • ბაბუაწვერას ძირები - 10 გრ
  • წყალი - 120 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ფოთოლი და ძირები დავჩეჩქვოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 30 წთ და გავწუროთ. მივიღოთ 100 მლ ბოლოკის წვენთან ერთად 3 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1 - 2 კვირაა.

II რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 50 მლ
  • ჭინჭრის ფოთლები - 5 გრ
  • ანწლის ფოთლები - 5 გრ
  • წყალი - 200 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ფოთლებს დავასხათ მდუღარე წყალი და დავდგათ ნელ - ცეცხლზე 10 წთ, შემდეგ გავწუროთ, გავაციოთ, შევურიოთ ბოლოკის წვენს და დავლიოთ ერთ მიღებაზე. მკურნალობის კურსი - 1 - 2 კვირაა.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი