მეტად ეფექტური საშუალებები, რომლებიც დაგირეგულირებთ სისხლში შაქრის დონეს!
შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა, რომელიც ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით ხასიათდება. ჰორმონ ინსულინის სრული ან ნაწილობრივი უკმარისობისას გლუკოზა ვერ ხვდება ქსოვილების უჯრედებში და გროვდება სისხლში. დიაბეტის დამახასიათებელი სიმპტომებია: წყურვილი, ქავილი, გახშირებული შარდვა, წონის დაკლება - მადის შენარჩუნებისას.
დაბეტის სამკურნალოდ საკმაოდ ფექტურად გამოიყენება ხალხური მედიცინის რეცეპტები, რომლის ჩამონათვალსაც ახლა გთავაზობთ:
დაბეტის სამკურნალოდ საკმაოდ ფექტურად გამოიყენება ხალხური მედიცინის რეცეპტები, რომლის ჩამონათვალსაც ახლა გთავაზობთ:
- 1 ჩაის კოვზი წიწიბურა ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში. დაასხით მჟავე მაწონი ისე, რომ კარგად დაიფაროს. სვით 12 დღის განმავლობაში დილით უზმოზე, შაქრის კონტროლით.
- 15 20 გრ მშრალი, დაქუცმაცებული მწვანე ლობიოს ფოჩები ადუღეთ 3 – 4 საათს 1 ლიტრ წყალში. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4 – 5 - ჯერ დღეში.
- 20 – 30 გრ მოცვის, ჭინჭრისა და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1 – 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. ნახარში გაფილტრეთ. დალიეთ გრილი სახით დღეში 3 - ჯერ ჭამის წინ.
- 25 გრ ჩვეულებრივი მოცვის ფოთლები, 25 გრ ლობიოს პერიკარპი, 25 გრ ხბოშუბლას ბალახი, 25 გრ პიტნის ფოთლები. აურიეთ ერთმანეთში. ორ სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე. გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ დღეში სამ - ოთხჯერ შაქრიანი დიაბეტის დროს.
- აურიეთ ერთმანეთში 25 გრ ხბოშუბლას ბალახი, 25 გრ ლობიოს პერიკარპი, 20 გრ მოცვის ფოთლები, 20 გრ ჭინჭრის ფოთლები, 5 გ სალბის ფოთლები, 5 გრ ბურბუშელას ფოთლები. ორ სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთს. მიიღეთ ½-1/3 ჭიქის მონახარში დღეში 3 - ჯერ შაქრიანი დიაბეტის დროს.